n-i-c-kეგ ნამდვილად არ არის მახინჯი. უბრალოდ რასაც ადარებს - 2002-2005 წლის მოდელები, ფასში რესტაილინგი ვიტზი უფრო ძვირია ვიდრე 2004 წლიანი ვერსია, ამიტომ უფრო 2004-მდე გამოსულ მოდელებზე დავწერე.
ეს მემახინჯება - შინგიდანაც და გარედანაც.

იგივე არჩევანი როცა მქონდა მე პირადად მარჩი ავიღე. თავიდან ვიყიდე 1.2 ძრავით და პირდაპირ ვიტყვი - მაგაზე გამძლე მე არაფერი არასდროს არ მყოლია. უბრალოდ არ ფუჭდება. თუ გაფუჭდა, კაპიკები ღირს რემონტი. ბამპერები აქვს ძალიან ბანძი კრეპლენიები და უკანა კარების ხმის იზოლაცია უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, დანარჩენი მე მანქანაზე ცუდს ვერ ვიტყვი. მაგის მერე ისევ მარჩი ვიყიდეთ 1.5 ძრავით და ეს ბევრად კარგი მანქანაა - გაცილებით უკეთ დადის, ნაკლებს წვავს და ესეც საერთოდ არ მოითხოვს რამე სახის ყურადღებას. ჩემი მეუღლე დადის ამ მარჩით უკვე 3 წელია და ზეთის ცვლის მეტი არაფერი გამიკეთებია, მაშინც როცა არც თვითონ და არც მე მაგ მანქანას არ ვინდობთ არაფერზე - უშგულშიც მიგვიყვანა, გერგეტზეც ავედით, თეთნულდზეც ავიდა და ტრასაზეც გადასარევად იარა 160-ით

დიზაინში რომ არ უჭირდეს ძალიან (ნუ ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ მე დიდად არ მომწონს), მგონი ყველაზე კარგი არჩევანია

თან რაც ახლა გვყავს ოჯახში, ამას გარბენი აქვს 150-მდე. ჩვენს ხელშია 118-დან. ზეთი კოლოფში შევცვალე 130-ზე (უბრალოდ ნამუსმა შემაწუხა), ოღონდ კარტერის მოხსნით. მაგდენი ნაგავი ცხოვრებაში არ მინახავს რაც მაგ კოლოფიდან ჩამოვიდა. მაგნიტზე ლითონის ძალიან ბევრი ფრაგმენტი იყო და ხელოსანიც იძახდა ალბათ ძალიან დარხეული აქვს. ჩავასხით ზეთი და ისევ ისე დადის - არც ვიბრაცია აქვს, არ აბაროტებს ათამაშებს, არც ძიორგანიობს და დადის გადასარევად.
This post has been edited by GrigolS on 10 May 2017, 11:09