თითოეულ ვეტერანს, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა, სახელმწიფო 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას 1tv.ge 2011 წლის 3 იანვრის აქციაზე დაკავებულ მალხაზ თოფურიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მალხაზ თოფურიას თქმით, იმ პერიოდში, აქციის დარბევისას, 10 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, 400-400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათი მოქმედების ნაბიჯებს, თოფურიას თქმით, 2011 წლის დაკავებულები მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
"საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის დაწყებული გვქონდა, როდესაც გმირთა მოედანზე, მემორიალთან ერთ დილას სააკაშვილის ესკორტი გაჩერდა და 10 წუთი იდგა. ალბათ, ელოდა, რომ მივიდოდით. ეს არ გავაკეთეთ და ნახევარ საათში კუდ-ი და პოლიცია მოვიდა. დაგვაკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მაშინ, ამერიკის ელჩის დროულმა გამოხმაურებამ გადაგვარჩინა და მალევე გაგვათავისუფლეს", - განაცხადა თოფურიამ.
6 წლის წინ, ვეტერანთა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შესახებ, ევროპულმა სასამართლომ განჩინება 4 მაისს გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები, რაც არასათანადო მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას გულისხმობს.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/12276/6-...atsias-miigeben6 წლის წინ, ვეტერანთა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შესახებ, ევროპულმა სასამართლომ განჩინება გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები, რაც არასათანადო მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას გულისხმობს.
საია-ს განცხადებაში წერია, რომ 2016 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, "მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო კონვენციის მე-3 (პროცედურული ნაწილი) და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო", - ვკითხულობ განცხადებაში.
საჩივარი ეხება 2010 წლის 27 დეკემბრიდან 2011 წლის 3 იანვრის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქციის ორგანიზატორები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ვეტერანები იყვნენ, რომლებიც ვეტერანთათვის დაწესებული სოციალური შემწეობების ოდენობის მკვეთრ შემცირებას აპროტესტებდნენ.
2011 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივნები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს.
http://hudoc.echr.coe.int/eng#{"respondent":["GEO"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER","DECISIONS"],"itemid":["001-173587"]}
This post has been edited by Free_World on 9 May 2017, 18:22