ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები, მოუსვენარი და აქტიური ნატურები არიან. მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე და სარკაზმი ახასიათებთ, რაც ხშირად ხდება, გარშემომყოფთა მხრიდან, ძაღლების მიმართ რიდისა და დისტანციის გაჩენის მიზეზი.
ძაღლს ხშირად ახასიათებს მიდრეკილება ჩაეძიოს დეტალებს, გააკრიტიკოს მიზეზით თუ უმიზეზოდ ადამიანები, სისტემატიურად ეძებოს რაღაც განხეთქილება.სინამდვილეში ეს მას, საკუთარი პესიმისტური ხედვის დასაძლევად სჭირდება, გაცნობიერება იმისა, რომ მასთან ერთად, არც სხვები არიან უნაკლო, ძაღლს საკუთარი თავის რწმენას ერთი ორად უმაღლებს.
მიუხედავად ერთი შეხედვით ინდეფერენტული, ცივი იმიჯისა ეს ადამიანები, ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოვებულები და გულმოწყალეები არიან. მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულწრფელი ემოციები, საქციელით დაანახონ მას ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული. მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური მიდგომის უნარი. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული ერთგულების და პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ სხვები მძიმე წუთებში ან განსაცდელისას. ძაღლებს კარგად ეხერხებათ საიდუმლოს შენახვა, თუმცა საჯაროდ საკუთარი განცდების აფიშირება ნაკლებად უყვართ და ეხერხებათ . რადგან გულის სიღრმეში თვლიან რომ მათი გაგება ნაკლებად თუ ვინმეს შეუძლია. ძაღლის ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ხშირად იმდენად უსაზღვროა, რომ თავგანწირვასაც კი უახლოვდება. ეს ადამიანები მძაფრად განიცდიან, სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემომყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ ცხოვრებაში პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს გამოკვეთილი მზრუნველის თვისებები გააჩნიათ. არიან უზომოდ პატიოსანი თანამდებობის პირები, რომელთაც ახასიათებთ საკუთარი საქმისადმი ფანატიკური ერთგულება და დაქვემდებარებულთა მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება.
ვერძი ძაღლი - მას წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ერთის მხრივ სძულს ნებისმიერი სახის სარისკო ქმედება, თუმცა ვერძის ზოდიაქოს გავლენით, თუკი საქმე ნამდვილ განსაცდელს შეეხება იგი უკან არც ერთ სიტუაციაში არ დაიხევს. ვერძი-ძაღლი კარგი ფინანსისტია, მას აქვს ბიზნესმენის ალღო, თუმცა თუკი იგი კომერციის სფეროში მოღვაწეობს, ამის მიზეზი უფრო სრული დამოუკიდებლობის სურვილია, ვიდრე მატერიალური სარგებელით დაინტერესება.
კურო ძაღლი - მისი მთავარი თვისება სტაბილურობაა. კურო-ძაღლი უზომოდ ერთგული და მზრუნველი არსებაა. თუმცა თუკი იგი ახლობელი ადამიანების მხრიდან საპასუხო ემოციებს ვერ გრძნობს, პირქუში და ჯიჯღინა ხდება. ძაღლი-კურო მშრომელი და მიზანმიმართული ადამიანია, იგი კარგად მუშაობს გუნდში, განსაკუთრებით მაშინ როცა ნათლად იცის მისთვის დაკისრებული საქმის არსი, თუმცა თავისი ასოციალური ხასიათის გამო, მას დირექტორის სავარძელზე მეტად, მრჩეველის პოზიცია უფრო შეეფერება.
ტყუპები ძაღლი - მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კომუნიკაბელური და მეგობრული ჩანს, ძაღლი-ტყუპი ხშირად იტანჯება სულიერი მარტოობით და იშვიათად პოულობს ცხოვრების გზაზე შესაფერის პარტნიორს. ეს ადამიანები დაბადებიდან არტისტულები და უზომოდ თავისუფლებისმოყვარეები არიან. ამიტომ სხვა ძაღლებისთვის დამახასიათებელი ოჯახური კერის სიყვარული, მათში ძალზე სუსტადაა განვითარებული.
კირჩხიბი ძაღლი - ბუნებით იდეალისტი და მეოცნებეა. აქედან გამომდინარე, კირჩხიბი-ძაღლი არცთუ იშვიათად ხდება საკუთარი სურვილების ტყვე. ამ ადამიანს შეუძლია, თავის იდეალებს ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი შესწიროს და ამოჩემებული მიზნისკენ ჯიუტად იაროს. კირჩხიბ-ძაღლს ხშირად საყვარელი საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულება ახასიათებს, აქედან გამომდინარე მისთვის არცთუ იშვიათად ხდება სამსახური ცხოვრების არსი, რაც პირადი ურთიერთობების აწყობაში უშლის ხელს.
ლომი ძაღლი - ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ საუკეთესო კომბინაციასთან გავქვს საქმე. ძაღლის წელში დაბადებული ლომი, თანდაყოლილი სიბრძნით, შორსმჭვერეტელობით და უზომოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. ამ ადამიანს აქვს უნარი, საკუთარ თავზე აიღოს სხვა ადამიანების ბედ-იღბალზე ზრუნვა, რაც მას უპირობოდ ანიჭებს საზოგადოებაში პატივსაცემი და დასაფასებელი პიროვნების სტატუსს.
ქალწული ძაღლი - გაწონასწორებული, მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ქალწული-ძაღლი, არცთუ იშვიათად იკავებს მაღალ თანამდებობრივ პოსტს. თუმცა როგორც უფროსი, იგი ძალზე მეგობრული და სამართლიანია. მას შეუძლია იყოს კარგი ორგანიზატორი და სხვა ქალწულებისგან განსხვაებით, თავი არავის მოაბეზროს ბიუროკრატორული გამოხტომებით. ერთადერთი რაც ამ ადამიანს აფრთხობს ეს ხმაურიანი ატმოსფერო და გამორჩეულად ექსტრავაგანტურ ხალხთან ურთიერთობაა.
სასწორი ძაღლი - მეგობრული, კომუნიკაბელური და მშვიდობისმოყვარე ადამიანია. იგი იშვიათად იჩენს აგრესიას ვინმეს მიმართ და მუდმივად ცდილობს რომ გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა იქონიოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი ვინმე მის დამოუკიდებლობას ზღუდავს ან აიძულებს არასასურველი სამუშაო შეასრულოს, სასწორი-ძაღლი შეიძლება საკმაოდ აგრესიული და კონფლირქტურიც გახდეს.
მორიელი ძაღლი - უზომოდ ერთგული და სამართლიანი ადამიანია, თუმცა მანამ სანამ ვინმე მის ნდობას მოიპოვებს, იგი ამ უკანასკნელს არაერთგზის და გულდასმით გადაამოწმებს. ძაღლი-მორიელი ლოგიკური აზროვნების უნარით და მოქნილობით გამოირჩევა, მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია სწრაფად ადაპტირება და გამოსავლის მონახვა. თუმცა თუკი ვინმე მის ინტერესებს უხეშად ეწინააღმდეგება, ძაღლი-მორიელის სახით საკმაოდ საშიშ მოწინააღმდეგეს იძენს, რომელიც ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ რომ მეტოქე გზიდან ჩამოიშოროს.
მშვილდოსანი ძაღლი- მოძრავი, დინამიური და მოქნილია. მშვილდოსანი ძაღლი გამუდმებით იცვლის ინტერესების სფეროს და სამეგობრო წრეს. მისთვის მოსაწყენია ერთი და იგივე ადგილას ყოფნა ან ერთსა და იმავე ადამიანებთან ხანგრძლივი დროით ურთიერთობა. თანდაყოლილი მოქნილობის და კარგი ვიზუალური მონაცემების წყალობით, ამ ადამიანებისგან ხშირად შესანიშნავი მოცეკვავეები, მსახიობები ან სპორტსმენები გამოდიან. თუმცა სურვილი გამუდმებით შეიცვალონ გარემო და ინტერესები, მათ პირად ცხოვრებას ძალზე არასტაბილურს ხდის.
თხის რქა ძაღლი - იგი ძალზე მაღალი მორალური და ეთიკური პრინციპების მიმდევარია. თხის-რქა ძაღლი, ხშირად ირჩევს სამართალდამცავის პროფესიას, რადგან მისი ნიჭი ემსახუროს წესრიგის დამყარებას და სამართლიანობის აღდგენას ჭეშმარიტად ფენომენალურია. ძაღლი-თხის რქა, გულდასმით არჩევს ადამიანს ვისთანაც ცხოვრების დაკავშირებას გეგმავს, თუმცა თუკი მან ეს არჩევანი საბოლოოდ გააკეთა, მისი დამოკიდებულება პარტნიორისადმი სამუდამო და ურყევია.
მერწყული ძაღლი - ჭეშმარიტი მეგობარი და კარგი მესაიდუმლეა. ძაღლი-მერწყული იშვიათად ერევა სხვის ცხოვრებაში, თუკი ამის გაკეთებას მას კონკრეტულად არ სთხოვს ვინმე. თუმცა უნარი გზის მაჩვენებელი და მრჩეველი იყოს გზააბნეული ადამიანისთვის, ხშირად ხდება მეწრყულ-ძაღლის გარშემო დიდი სამეგობრო წრის შემოკრების მიზეზი. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებისგან შესანიშნავი სოციალური მუშაკები, ფსიქლოგები და მედიკოსები გამოდიან.
თევზები ძაღლი - დაბადებიდან დაჯილდვებულია კარგი ინტუიციით და ადამიანების მიმართ ლოაილური მიდგომის უნარით. ძაღლი-თევზი კარგი ფსიქოლოგია, გამოირჩევა სამართლიანობით და აქვს საოცარი ნიჭი, საჭიროების შემთხვევაში მტრებიც კი მოკავშირეებად გადააქციოს.
----
ვერ ვნახე ასეთი თემა, ასე რომ, დავფიქსირდეთ!
* * *