უნიკოდი სიმბოლოთა საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც კომპიუტერულ ინდუსტრიაში სხვადასხვა დამწერლობისთვის უნივერსალურ კოდებს ადგენს. უნიკოდის ქართული ბლოკი უკვე შეიცავს ასომთავრულ და მხედრულ დამწერლობას, სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით კითხულობთ ახლა ამ ტექსტს ქართული ასოებით.
უნიკოდის სტანდარტით დაწერილი ტექსტი არის ის, რასაც ხალხურად "Sylfaen-ში გადაყვანას" უწოდებენ. სინამდვილეში, ასეთ დროს, ასოების უნიკოდის სტანდარტით გამოსახვა იგულისხმება, Sylfaen კი უბრალოდ ერთ-ერთი შრიფტია, რომლითაც ეს ასოები მოწყობილობის ეკრანზე იხატება.
უნიკოდში აკრეფილი ტექსტი იძლევა იმის გარანტიას, რომ მისი გამოსახვა ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე კორექტულად მოხდება (ლათუნური ასოების ან სხვა სიმბოლოების გამოჩენის გარეშე). ამ სტანდარტში მთავრული ასოების დამატება კი ზუსტად მსგავს შესაძლებლობას მოგვცემს — დავწეროთ მხედრულის მთავრული ასოებით, ტექსტის კონკრეტული შრიფტით ფორმატირების გარეშე
წყარო
http://go.on.ge/cfy
ვზფ? ეს რა სიმბოლოებია დამატებული რა უნდა ვწეროთ ამით?
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!