გუშინ ცხვარიჭამიაში სახლი ვიქირავეთ სასტავმა, 12 კაცი ვიყავით, მე და ჩემი შეყვარებული + მეგობრები. მოკლედ საქეიფოდ და დასალევად მივდიოდით.
ხოდა არ ვიცი რა ვჭამე ისეთი, მაგრამ გზაში საშინლად ამეშლა კუჭი და გასვლის წინ ტუალეტში არ შევსულვარ, 1 საათი გზაში ვითმენდი, ვიფიქრე იქ რომ ჩავალთ მოვისაქმებდი.
ჩავედით და შეუმჩნევლად შევედი, ხოდა ვხედავ რომ არც ჰაერის არომატიზატორი, არც გამწოვი არ არის
რომ დავფიქრდი მაგრად გამიტყდა, ამდენი გოგო იყო და რო მომეჯვა მაგარ სუნს დავაყენებდი აშლილი კუჭით, გადავწყვიტე კიდე მოვითმინო. 3-4 საათი ველოდებოდი როდის დაბნელდებოდა, ბოლოს გაწვიმდა და ყველა გალეწილი მთვრალი იყო უკვე.
ამ დროს ვიხელთე მომენტი და გარეთ გავვარდი, მივიხედ-მოვიხედე და პირდაპირ სახლის უკანა ეზოში მოვჯვი. იმ მომენტში ეს საუკეთესო იდეად მიმაჩნდა, ვიფიქრე ამ ერთ მოჯმულს ვერავინ ნახავდა და გოგოებიც არ დამცინებენ იმის გამო რომ საშინლად ავაქოთე ტუალეტი. თან წვიმის იმედზე ვიყავი რომ წაიღებდა მძღნერს.
მოკლედ რეკორდული ბალასტი მოვიშორე და სახლში შევედი. შევედი მაგრამ მერე ისევ მომინდა, იტოგში 5-6 საათი გრძელდებოდა ეს ჩემი ჩუმი გაპარვები სახლის ეზოში. მოვჯვი დაახლოებით 20 ჯერ, ჩემი აშლილი კუჭის მიერ წარმოებული ფეკალური მასები არც თუ ისეთი თხევადი აღმოჩნდა, ამიტომ წვიმამ ვერ გარეცხა.
დილით ყველაზე ადრე გავიღვიძე და ეს რომ დავინახე გამოვყლევდი, არ ვიცოდი რა მექნა. ყველამ როცა გაიღვიძა ვიფიქრე უკანა ეზოში არავინ არ გავიდოდა მაგრამ მაინც გავიდნენ მოსაწევად და დასაჯდომად, ხოდა დაინახეს 20 დიდი მოჯმული.
ვერავინ ვერ მიხვდა ვითომ, მაგრამ ჩემი შეყვარებული მერე მთელი გზა რაღაცნაირად მიყურებდა, მგონი მოწვა რაც მოხდა. ხმა არ ამოუღია მაგრამ მაინც იზმენაზე ვარ.
პ.ს
ის 20 მოჯმული არ მოგვიწმენდია ისე მოვხიეთ იმ სახლიდან