რეჟისორი: მიხაელ ჰანეკემსახიობები: იზაბელ იუპერი, ჟან ლუი ტრენტინიანი
სინოფსისი : დრამა საფრანგეთში მცხოვრები ოჯახის შესახებ, რომელსაც ფონად ევროპაში ემიგრანტების კრიზისი გასდევს.
კანში ერთ-ერთ მთავარ პრედენდენტს მიხაელ ჰანეკეს, რეალური შანსი აქვს ოქროს “პალმის რტოს” პირველი სამგზის მფლობელი გახდეს.
ავსტრიელი რეჟისორი, რომლის ფილმების მთავარი თემა ძალადობაა ნებისმიერ მის გამოვლინებაში, ტრადიციას არ ღალატობს და დრამაში ირონიული სახელწოდებით "ბედნიერი დასასრული" (ჰანეკეს შემოქმედების მოყვარულებმა იციან, რომ მის ფილმებს ბედნიერი დასასრული არასდროს აქვს), საემიგრაციო კრიზისს ევროპაში, ფრანგული ოჯახის ყოველდღიური პრობლემების ფონზე განიხილავს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)