ვიკიპედიაში ჩემთვის საინტერესო ინფორმაციებს დავეძებდი და გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ვთქვა, აღმოვჩნდი სიმონ მეორის (ქართლის მეფე) ინგლისურ ვიკიპედიაზე (ინგლისურ ვიკიპედიაში ვათვალიერებდი). მერე დამაინტერესა იგივე ადამიანის ქართული ვიკიპედია, 80%-90%-ში უცხოურში უფრო მეტი ინფორმაცია მოიძებნება, ვიდრე თვითონ ქართულ ვიკიპედიაში. პროცენტზე შეიძლება დავა.
ჩემი პატარა ჰობია, ანდა პირადი პატარა პროექტია, რომ ჩემთვის ჩამოვწერო მეფეების სრული გენეოლოგია, სადაც აღწერილი იქნება მათი ცოლები, შვილები და ა.შ. სრული რა, რა ინფორმაციასაც მოვიძიებ.
რის გამოც უმეტესწილად დავძვრები ვიკიპედიებში, იქნება ქართული, უცხოური თუ სხვა ქართული წყაროები (საიტები).
დავუბრუნდეთ თემას, სიმონ მეორის ქართული ვიკიპედია:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%9D%E1%83%9C_IIამ პატარა სტატიის წაკთხვის შემდგომ, ადამიანს გაუჩნდება აზრი რომ სიმონ მეორე გარდაიცვალა (სინამდვილეში მოკლეს) დაუოჯახებელი, ცოლ-შვილის გარეშე.
ეხლა ვნახოთ სიმონ მეორის ინგლისური ვიკიპედია:
https://en.wikipedia.org/wiki/Simon_II_of_Kartliამ ინგლისური ვერსიის წაკითხვის შემდგომ, მკითხველი სიმონ მეორეზე უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს.
მაგალითად: რომ მეფე ძილში მოკლეს და რომ მისი მოკვეთილი თავი, არაგვის ერისთავმა თეიმურაზს გაუგზავნა.
ასევე მაგ ინგლისური ვერსიიდან ვგებულობთ, რომ სიმონ მეორეს ყავდა ცოლი (შაჰ აბასის შვილიშვილი) და მინიმუმ ორი შვილი, ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
ქალიშვილი გათხოვილი იყო საფავიდ პრინცზე. ხოლო მისი უმცროს ვაჟს კი, ცოლად ყავდა სულეიმან პირველის (საფავიდი) ქალიშვილი.
ესეთი რამ, არც პირველია და არც ბოლო, შემხვედრია და მომავალშიც შემხვდება.
მარა არ შეიძლება რო შეძლებისდაგვარად დეტალურად დაიწეროს ქართულ ვიკიპედიაში ინფორმაცია და არა ზერელედ ბოდიში და ყ-ზე მკიდია მიდგომით?
ამ თემაში დავდებ, მომავალში თუ კიდე შემხვდება მზგავსი რამ.
ეჭვი მაქვს, მაგის გამომსწორებელი არავინაა.
ტიპებმა გადაუმოწმებლად, მარიამ ბიზანტიის დედოფლის (ბაგრატ მეოთხის ქალიშვილი და დავით აღმაშენებლის დეიდა) ქართულ ვიკიპედიაში დააბრეხვეს ჩანგლის ხმარება ბიზანტიელებს ასწავლაო:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...83%9A%E1%83%98)"აღსანიშნავია, რომ სწორედ მან ასწავლა ბიზანტიელებს ჩანგლის გამოყენება."ეგეც რო გადაემოწმებინათ, იმასაც ნახავდნენ რო მანამდე უკვე იცოდნენ ჩანგლის ხმარება და კერძოდ ვენეციაში, ბიზანტიის პრინცესამ (Maria Argyropoulina მარია არგუროპოილინა, ანდა როგორც ითარგმნება ეგ გვარი) შეიტანა პირველად (დაახ 1005წ), რის გამოც ლამის ანათემას გადასცეს, ყოველშემთხვევაში მაშინდელი სასულიერო პირები აღშფოთებულები იყვნენ. მათი ნაწერები:
""Instead of eating with her fingers like other people, the princess cuts up her food into small pieces and eats them by means of little golden forks with two prongs."
"God in his wisdom has provided man with natural forks - his fingers. Therefore it is an insult to Him to substitute artificial metallic forks for them when eating” "
წყარო:
https://veniceblog.typepad.com/veniceblog/2...istory_of_.html ეგ ვიკმაროთ, სკოლარლიში ამ შუაღამეს ვერ ვიძრომიალებ, დამატებითი და ღრმა წყაროებისთვის, თუმცა მაგ მოცემულშიც არის რამოდენიმე მოცემული ავტორის ციტატები.
ყოველ შემთხვევაში, როცა მარია ჭირით გარდაიცვალა (ანდა plague როგორ ითარგმნება), სამღვდელოება იძახდა რო ღმერთმა დასაჯაო: "When Maria tragically died of the plague in 1006, it was seen as a kind of divine referendum on fork usage. God was apparently more of a finger food guy in those days." იგივე ბმულიდან
მარიამ ბიზანტიის დედოფალი (აღმაშენებლის დეიდა, ვისზეც დააბრეხვეს, რომ ჩანგლის ხმარება ასწავლა ბიზანტიელებსო) დაიბადა 1050 წელს. განვმეორდები, მარია არგუროპოილინას ისტორია ხდება 1005 წელს. წლების განსხვავება მომინდვია თქვენთვის, უმარტივესი არითმეტიკაა.
რათქმაუნდა იმის თქმა, რომ მის ინგლისური ვერსიის ვიკიპედიაში, მსგავსი მონაჩმახი არ წერია, ან მე ვერ ვიპოვე. ესეც მისი ინგლისური ვიკიპედიის ვერსია:
https://en.wikipedia.org/wiki/Maria_of_Alaniaაქ აღსანიშნავია, რომ ქართულ ვიკიპედიაში უფრო მეტი ინფორმაცია წერია ვიდრე ინგლისურში.
პ.ს
მაგ ჩანგლის თემა რომ პირველად წავიკითხე, სქოლარლი გადავატრიალე და ვერაფერი მსგავსი ინფორმაცია, ქართველ მარიამზე (მარიამ ბიზანტიის დედოფალი) ვერ ვიპოვე.
ამიტომ თუ ვინმე განმანათლებთ ძალზედ მადლობელი დაგრჩებით.