მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდაესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე აირჩიეს.
არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში, მადრიდში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
"საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას - წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე, წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ზურაბ პოლოლიკაშვილს გამარჯვებას ულოცავს.
http://www.info9.ge/sazogadoeba/170986-mso...html?lang=ka-GE
პრემიერი: დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება"ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მაშსტაბით.
საქართველოს ისტორიაში, გაეროს სისტემაში ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია. მინდა, პირველ რიგში მივულოცო ზურაბს და მივულოცო ყველას, რადგან ეს ყველა ჩვენგანის წარმატებაა. ეს არის, რა თქმა უნდა, ზურაბის წარმატება, მისი ავტორიტეტის დამსახურება და მთელი მთავრობის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერის შედეგი. ასე, რომ ყველას ვულოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვის!"- აცხადებს პრემიერი
http://www.ipress.ge/new/71773-premieri-di...ilis-gamarjvebaგიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს„ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ეს არის საერთო გამარჯვება. საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
http://www.info9.ge/sazogadoeba/170987-gio...html?lang=ka-GE This post has been edited by lamazi gogo on 12 May 2017, 16:56