uchinmachiniშენ გაქვს ონლაინ ტოტალიზატორი, გყავს ასევე მომხმარებლებიც, რომელებიც ჩასარიცხად ყოველ დღე მიდიან ტოტალიზატორის სათავო ოფისში, რომ სალაროში შეიტანონ თანხა, რათა შეძლონ ონლაინში პოკერის თამაში დავუშვათ. შენ ამ დროს დაფიქრდი და მიხვედი იმ აზრამდე რომ; უთანხმდები კომპანიას რომელსაც აქვს ჩასარიცხი აპარატები და სთავაზობ საკუთარი სერვისის დამატებას, რადგან მომხმარებელს დიდი მანძილის გავლა არ მოუწიოს და მარტივად შეძლოს ონლაინ ტოტალიზატორზე თანხის შეტანა. შენ ამით პოტენციურ კლიენტს აღარ კარგავ, ხოლო მომსახურეობაში კი იხდი გარკვეულ %, ნუ ეს აპარატების კომპანიებიც ამ აპარატებს ყიდიან და ასევე მყიდველისაგან გარკვეულ პროცენტსაც იღებენ. ყველა ხეირობს მოკლედ