მოთქმა შუაღამიანი, თავ-ბოლო ერთი
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც,
სუნი რომ ასდის, ისაც კი მართკუთხაა.
მართკუთხაა ხომ ისედაც ოთახი,
ჭერი, იატაკი, კედლები, საწოლი და ქვეშსაგებელი...
ჰაერი მართკუთხაა,
რასაც გაიფიქრებ ან თუნდაც იგრძნობ, იალღოიანებ, წაიკითხავ ან დაწერ,
ისაც მართკუთხაა.
მართკუთხაა სიკვდილი, კუბო, ცრემლები, დასაფლავება...
მართკუთხაა ბებერი დედის ხელები, ძვლები რომ მოუჩანს,
მართკუთხაა მამის გაციებული შუბლიც, რომ გითხრეს ხელი დაადეო,
სიკვდილის შიში აღარ გექნებაო!
მართკუთხაა ეს მოგონებაც!
ცხოვრებას მხოლოდ მართკუთხა ყალიბი აქვს და
ყველაფერს ასე ამართკუთხედ-აყალიბებს,
ვინ იცის, იქნებ ღვთის ნებაც ასეთია,
ყველაფერი რომ გამართკუთხდეს, ვინ იცის, იქნებ ღვთის ნებაც მართკუთხაა,
რელიგიის წიგნები: თორა, სახარება, დაო დე ძინი, დიდი თუ პატარა,
აკი ყველა მართკუთხაა.
სამყარო თითქოს მრგვალი ჩანს ალაგ-ალაგ,
საბოლოოდ კი მაინც მართკუთხაა.
თუ შემთხვევით რამე მრგვალი საგანი გამოერევა, მაგალითად
ბურთი ან დედამიწა,
მათაც მალე მართკუთხა საგნებს მოუწყობენ გვერდზე,
და გაამართკუთხედებენ!
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც!
ეს შობელძაღლი ყოველდღიურობაც როგორი მართკუთხაა!
თუნდაც ეს ვირისთავი ლეპტოპი, გუშინ რომ მომეშალა, ეს წიგნები, ეს რვეულები!
და ჩემი შიშიც,
შიშით სარკეში ვერ ვიყურები, მართკუთხა არ აღმოვჩნდე!
მალე ალბათ გურჯისტანს წავფრინდები,
მართკუთხა ბილეთს ავიღებ ან გამოვიწერ!
იქ რაღა დამხვდება: მართკუთხა სახლები, პლაკატები, ურთიერთობები...
მართკუთხა სახელმწიფო, მართკუთხა საყდარი...
და მართკუთხა ჩივილები ყველაფერ ამის გამო.
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც!
ამ დილას რომ ასტეროიდმა ჩაუქროლა დედამიწას,
ისაც მართკუთხა იყო,
ალბათ იქნებოდაო, არ ვიტყვი, არ არსებობს!
მართკუთხა ყალიბები ჰკიდია ჰაერში,
ხომ გინდა კაცად იქცე,
ხომ გინდა სამსახური, ცოლ-შვილი, ფული და ნაცნობ-მეგობრები!
ჰოდა ამიტომაც იმ ყალიბებში უნდა გაძვრე და საბოლოოდ
ჩამოყალიბდ-გამართკუთხევდე!
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც!
ეს შიგნაკრავი ყოველდღიურობაც როგორი მართკუთხაა!
მართკუთხა საგნები, ფიქრები, ადამიანები ჩვენ გარშემო,
მათი მართკუთხა behaviour!
მართკუთხაა მარშრუტკაში პირჯვრისწერა და
მართკუთხედის შემავსებელი, თუ ეგ არ ეყოფა, მოდის სხვა რამ და ემატება,
რომ გამართკუთხედდეს, მაგალითად ბებერი, ხვანცალა ###ები,
ერთ დროს პატრონთა სიამაყენი, წყლით სავსე ვედროებს რომ იკიდებდნენ,
ახლა კი ქალის ბიკინი ტრიკოც რომ დაადო, აღარ გაჩერდება,
ჩამოცურდება და პატრონს შეარცხვენს!
მხოლოდ დილ-დილობითღა თუ იქნებიან ბუნებრივ-ამდგარნი,
პატრონის გამხარებელ სიმრგვალეში,
მაგრამ მალე მოვლენ სხვა საგნები,
ბებრული ხელმოცარულობა, შიმშილი, დეპრესია,
და ის ბებრული ###ც მალე მართკუთხა ყალიბში ჩაეტენება!
რაც გინდა იგრძენი, რაც გინდა იფიქრე, რაც გინდა იქონიე, ფიქრი ფიქრს მიემატება, საგანი საგანს და ბოლოს მაინც გამართკუთხდება!
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც!
ეს ყოველდღიურობაც როგორ გამართკუთხდა!
დადიან, იბრძვიან, იდეალურობენ,
მართკუთხა იდეები, მართკუთხა ადამიანები!
მართკუთხაა ასავალ-დასავალი და საპატრიარქო უწყებანი,
ამათ მივუმატოთ ილია მეორე, წივწივაძე და ამაშუკელი,
ერთი მართკუთხედია,
ცოტა რამ ადგილი რჩება, ეს მართკუთხედი რომ კარგად შედედდეს.
და რას ნაკლულობს? თვალზომა გინდა, რათა ჩაამატო, სამი ვარიანტია.
1.ერნსტ ბლოხის აფორიზმი: მხოლოდ ათეისტს ძალუძს ნამდვილი ქრისტიანის უღლის ტარება;
2.ბუასილისგან შეჭირვებულის ოხვრა და დაღვრილი სისხლი;
3.ჩემი კაშნე, შავ-თეთრი კლეჩატი, ერთმა ქალმა რომ მაჩუქა,
მხოლოდ ერთხელ რომ გამოვიყენე,
როცა გავცივდი და წელზე დავიხვიე.
მიამატე რომელიც გინდა ამ სამთაგან,
ჯერ კარგად შეხედე, პატარა ადგილია? დიდი ადგილია?
ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და არც ძალიან სისავსე უყვარს.
ამ ცხოვრების დედაც,
ამ მარტივი ცხოვრების დედაც!
მართკუთხა ლოცვები, ლოცვანიც, ახალი წმინდანებიც,
სახალხო წმინდანები რომ გახდნენ, მართკუთხა საფლავებიდან რომ ამოხტნენ,
მაგალითად ბერი გაბრიელი.
მართკუთხა ხატები, მართკუთხა ღმერთები!
აი რა, წერტილი რომ დავუსვა:
ვიცი მართკუთხა ცხოვრების მომწყობი მეუფე კონსტანტინე,
სიონის გვერდზე სძინავს მართკუთხა სალავში.
სანამ მართკუთხა ხატს დაწერდნენ,სახელად:
”მეუფე კონსტანტინე, ცხოვრების მომწყობი”,
მივიდნენ და სთხოვონ, ბინა მინდა, სამსახური მიიიინდა, საზღვარგარეთ მინდა,
ფულიც მინდა!
ისე აეწყობა ყველაფერი, მოგიგონია?
ოღონდ ნუ სთხოვენ დისერტაციის დაწერინებას,
ეს არ გაამართლებს,
საკუთარ ტყავზე ვიწვნიე.
თუ ჯერ დაწერთ და მერე სთხოვთ
პროფესორმა ან სამეცნიერო საბჭომ დასტური დაჰკრასო-
კი ასრულდება!
ასრულდება, ასრულდება ყველაფერი,
თემას არ გადაუხვიოთ ოღონდ: ”ცხოვრების მოწყობა”.
მიდით, ერთი სანთელი მიუნთეთ საფლავს,
ეგაც რომ არა, ცოტა ხმამაღლა უთხარით, რაც გინდათ:
მოუყევით, ასე, ისე იყოო, ის ძველი სახლი მქონდაო,
მერე ძმებმა გავიყავითო , მერე გავღარიბდიო, მერე ცოლიო,
მერე ისაო ,მერე ესაო,
და ჩამოუთვალეთ, ესა და ეს რომ მქონდეს ცხოვრების მოსაწყობად
კარგი იქნებოდაო!
იყიდეთ მართკუთხა ხატები, სახელად:
”მეუფე კონსტანტინე, ცხოვრების მომწყობი”.
და აიწყეთ ეს ცხოვრება ვისაც ჯერ არ აგიწყიათ მართკუთხა ფორმებში.
ამ ცხოვრების დედაც ვატირე,
ამ მართკუთხა ცხოვრების დედაც
მეტი არაფერი,
აქ მართკუთხა ხატები,
სიონსგაღმა მართკუთხა ბოზები...

This post has been edited by ბანჯოო on 13 May 2017, 13:48