ამ უქმეებზე რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში ძიუდოს გრან-სლემის ტურნირი ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი.
ისტორიაეკატერინბურგი ამ მნშვნელობის ტურნირს პირველად მასპინძლობს. აქამდე გრან-სლემს ტიუმენი მასპინძლობდა, თუმცა მოუხერხებელი განრიგის გამო საკმაოდ არაპრესტიჟული იყო და ამ რანგის ტურნირისთვის საკმაოდ სუსტი ძიუდოისტები სტუმრობდნენ, მანამდე კი ძიუდოს დღესასწაულს რუსეთში მოსკოვი მასპინძლობდა. ტურნირი პარიზის და ტოკიოს სლემების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული გახლდათ. წლევანდელ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ეს ტურნირი არაფრით ჩამოუვარდება იგივე პარიზის და ტოკიოს სლემებს.
ჩატარების ადგილიქალაქი: ეკატერინბურგი, სვერდლოვსკის ოლქი, რუსეთი.
მოსახლეობა: 1,3მლნ. ადამიანი.
დარბაზი: სპორტის სასახლე (5000კაცი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
-60: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66: ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-81: ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
-90: უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე
-100: ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარტაკი
+100: ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე
დღე I - 60, 66, 73
დღე II - 81,90,100, +100
ბადეები & შედეგები:
http://ippon.org/Live:
http://ippon.tv/წინასწარი შეხვედრების დასაწყისი: 09:00 (თბ. დროით)
ფინალური ბლოკის დასაწყისი: 16:00 (თბ. დროით)