ყველაფერი მინახავს, მინახავს ხეები,
მინახავს ტირიფის ფოთლების ცეკვა სიოში
მინახავს მეგობრის მოკლული კაცი
მინახავს სიცოცხლის დასასრული, მის გამოლევამდე
მინახავს ის რაც ვიყავი და ვიცი ის რაც ვიქნები
მინახავს ყველაფერი, სანახავი აღარაფერია!
შენ არ გინახავს სპილოები, მეფეები და პერუ!
მოხარული ვარ გითხრა, უკეთესი რამ მქონდა გასაკეთებელი.
ჩინეთზე რას მეტყვი? გინახავს დიდი კედელი?
ყოველი კედელი დიდია თუკი ის ჭერს აკავებს!
და მამაკაცი რომელსაც გაყვები ცოლად?
სახლი რომელსაც გაიზიარებთ?
გულწრფელად გეტყვი, ეს არ მანაღვლებს...
შენ რომ არასდროს ყოფილხარ ნიაგარას ჩანჩქერთან?
წყალი მინახავს, ისიც ხომ წყალია, სულ ეს არის...
ეიფელის კოშკი, ემპაიარ სთეითი?
ჩემი პულსიც ასეთი მაღალი იყო პირველი პაემნისას!
შენი შვილიშვილის ხელი რომ არ გიგრძვნია შენს თმასთან თამაშისას?
გულწრფელად გეტყვი, ეს არ მანაღვლებს...
მინახავს ყველაფერი, სიბნელე მინახავს
ერთ პატარა ნაპერწკალში სინათლე მინახავს.
მინახავს არჩევანი, მინახავს ის რაც მჭირდება,
ეს საკმარისია, მეტის ნატვრა სიხარბე იქნება,
მინახავს ის რაც ვიყავი და ვიცი რაც ვიქნები
მინახავს ყველაფერი, სანახავი აღარაფერია!
გინახავს ყველაფერი და ყველაფერი რაც გინახავს
შეგიძლია შეაფასო შენს პატარა ეკრანზე
სინათლე და სიბნელე, პატარა და დიდი
უბრალოდ გახსოვდეს, რომ აღარ გინდა მეტი
გინახავს რაც იყავი და გინახავს რაც იქნები
გინახავს ყველაფერი, სანახავი აღარაფერია!
This post has been edited by Neverborn on 25 Jun 2017, 00:34