გუშინ საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობზე მსჯელობდნენ და ყველა პარლამენტის თბილისში გადმოტანას ემხრობა.
პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
პრაქტიკულად ყველა პარლამენტის თბილისში გადმოტანას ემხრობა წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი კომისიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. რომელიც კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის უცვლელად დატოვებას ითხოვს. დანარჩენი კი ამ ჩანაწერის შეცვლის მომხრეა და პარლამენტის ადგილსმაყოფელის განსაზღვრად თბილისის, ან დედაქალაქის ჩაწერას ითხოვს.
"პარლამენტის ადგილსამყოფლის საკითხთან დაკავშირებით კომისიის თითქმის ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა კომისიის ერთი წევრისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით." - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის კონსტიტუციაში განსაზღვრა სწორი პრაქტიკა არ არის.
"კომისიის ერთი წევრის გარდა, ძალიან დიდი უმრავლესობა აყენებდა საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. აღნიშნულ საკითხზე იქნება ცხარე კამათი, მსჯელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კონსტიტუციით არ იყოს განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოხდეს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
http://digest.pia.ge/post/99560-parlamenti...lissi-gadmoaqvtძეგლები რომ გადაადგილდებოდნენ ამას მივეჩიეთ,ეხლა პარლამენტმაც დაიწყო გადაადგილება და იმ ქუთაისს შენობას რაში გამოიყენებენ?