ვაჟკაცური, ძლიერი, საიმედო. იგი მუდამ მზად არის დასახმარებლად და შეუძლია ყველაზე რთული, ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ასეთად დაამახსოვრდა მთელი მსოფლიოს მილიონობით ბიჭუნას მეგზური, ფენიმორ კუპერის ამავე სახელწოდების რომანიდან. ახალ ჯიპს Nissan Pathfinder-ს (მეგზური) სახელოვან სეხნიასთან ბევრი საერთო აქვს.
გეოგრაფია და არითმეტიკა
ავტომობილი ამაყი სახელწოდებით Pathfinder იაპონიასა და ამერიკაში 1986 წლიდან არის ცნობილი. ამერიკელებისთვის ამ მანქანას კვლავაც შტატებში ამზადებენ. ”მეგზური” ევროპული ბაზრისთვის კი ესპანეთში ბარსელონას მახლობლად იქმნება. ასე რომ, ახალი მესამე თაობის Pathfinder ნამდვილი კოსმოპოლიტია და ყველა კონტინენტზე ”თავისიანად” მიიჩნევენ.
ახლა კი არითმეტიკას მივხედოთ. ციფრებში ავტომომბილი საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად, 7 ადამიანი სიგრძის სულ რაღაც 4 740 მმ-ზე ეტევა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებილია, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეკიპაჟი ახალ ავტომობილში საკმაოდ კიმფორტულად იგრძნობთ თავს.
როგორია ავტომობილის სატვირთო პარამეტრები? შვიდი მგზავრის პირობებში 190 ლიტრი - შთამბეჭდავი მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ საბარგულის მოცულობის გაზრდა სავარძლების თანმიმდევრული დაკეცვით შეიძლება. Pathfinder-ის სალონის ტრანსფორმაციის რამდენიმე ათეული (!) ვარიანტი არსებობს. სავარძლების მეორე და მესამე რიგის აკეცვის შემთხვევაში საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 2 091 ლიტრამდე გაიზრდება.
დავამატოთ კიდევ ერთი რიცხვი - 2,8. ეს არის მეტრებში იმ ფართობის სიგრძე, რომელიც მარჯვენა წინა მგზავრის სავარძლის აკეცვის შემთხვევაში ჩნდება, რაც საქალაქო ავტომობილი ”სმარტზე” მეტია!
საბოლოო ჯამში Nissan Pathfinder-ში კომფორტულად მოთავსდება ცოლი, შვილები, ძაღლი, კატა, სიდედრი და კიდევ ბევრი თავისუფალი სივრცე დარჩება.
გავაგრძელოთ არითმეტიკის გაკვეთილი. ტურბოდიზელის პარამეტრებია 2,5 ლ და 174 ცძ. ძრავა გამოირჩევა არამხოლოდ შთამბეჭდავი მბრუნავი მომენტით, არამედ ეკონომიურობითაც. თანაც შუქნიშნიდან აჩქარებისას არ შერცხვებით. ავტომობილი 100 კმ-სთ-ს ჯიპისთვის საკმაოდ შთამბეჭდავ 11 წამში ავითარებს და დამაჯერებლად აგრძელებს სიჩქარის აკრეფას მაქსიმალურ 175 კმ-სთ-მდე.
ჯერჯერობით ევროპაში Nissan Pathfinder მხოლოდ დიზელის ძრავით იყიდება, მაგრამ მათთვის, ვინც საწვავის ეკონომიის გაკეთებას მიჩვეული არ არის, ზაფხულში გამოჩნდება ოთხლიტრიანი ბენზინის V6-ით (ეს მოტორი მოდელ 350Z-ის ძრავის ახლო ნათესავია). მისი სიმძლავრე 269 ცძ-ა.
ახლა ციფრებისგან დავისვენოთ და დავინტერესდეთ მეორე საკითხით...
...კომფორტი
ავტომობილში პრაქტიკულად ყველაფერია, რაც შეიძლება წარმოიდგინო ამ კლასის ჯიპში. სტაბილიზაციის სისტემა ESP დაგეხმარებათ რთული მოსახვევების დამაჯერებელ და უსაფრთხო გავლაში, რაც მძიმე და მაღალი ჯიპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დანადგარი brake assist დააზღვევს გამოუცდელ მძღოლს ექსტრემალურ სიტუაციაში და თავად გაზდის სამუხრუჭე ძალისხმევას, იმ შემთხვევაში თუ მან ადექვატური რეაგირება ვერ მოახდინა.
Nissan Pathfinder-ში არის დანადგარი, ბავშვის სავარძლის დასამონტაჟებლად. საოჯახო ავტომობილისთვის, როგორადაც განახლებულ ”მეგზურს” იაპონური ფირმა მიიჩნევს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოწყობილობაა.
სასიამოვნო წვრილმანია ”ინტელექტუალური გასაღები”, რომელიც მოგცემთ საშუალებას მოტორი გასაღების გარეშე აამუშავოთ. თუმცა ავტომობილის საბაზო ვერსიაში ეს მოწყობილობა არ არსებოს, სამაგიეროდ არის ქსენონის შუქფარები, აუდიოსისტემა და უკანა ხედის ვიდეოკამერა ფერადი მონიტორით.
რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯიპებს ავტომოყვარულები სულ სხვა თვისებების გამო იყენებენ. ახალ Pathfinder-ს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თავისუფლად გადაადგილდეს იქ, სადაც ასფალტი და გრეიდერიც კი მთავრდება.
მანქანის კლირენსი 235 მმ-ია, რაც თავგადასავალთა მაძიებელთათვის სავსებით საკმარისია, რათა დაბრკოლებებმა არ შეაჩერონ. ტრანსმისია ადვილად იმართება მცირე ბერკეტით. აღსანიშნავია, რომ კარგ, მშრალ გზაზე შეგიძლიათ ჩართოთ რეჟიმი 2WD, რომელიც ამძრავს მხოლოდ უკანა ბორბლებზე გულისხმობს. გზის, უფრო სწორად კი უგზოობის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე, ღერძებს შორის მბრუნავი მომენტის განაწილება 50-50-ზე შეფარდებით ხდება.
ისევე როგორც ყველა სოლიდურ ჯიპს შეეფერება, ახალ Nissan Pathfinder-საც დამადაბლებელი გადაცემა აქვს. ავტომობილისთვის გათვალისწინებულია სიჩქარეთა კოლოფის ორი ვარიანტი: მექანიკური ექვსსაფეხურიანი და ავტომატური ხუთიანი. ეს უკანასკნელი ხელით გადართვის საშუალებასაც იძლევა.
მოკლედ, როგორც ფენიმორ კუპერის გმირი იტყოდა: ”ჯერ არასდროს ვყოფილვარ ასეთ საიმედო თავშესაფარში”. ეს ფრაზა ძალიან კარგად ახასიათებს ახალ Nissan Pathfinder-ს. ჩვენის მხრივ კი დავამატებთ, რომ ეს კომფორტაბელური და ხალვათი თავშესაფარი ყველაფერთან ერთად გადაადგილდება, თანაც იქ, სადაც სხვა მანქანებს გავლა უბრალოდ არ შეუძლიათ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)