უკვე ბევრმა ავტომოყვარულმა იცის რომ ახალი წესების თანამად სიჩქარის გადაჭარბებაზე უკვე 100 ლარიანი ჯარიმა იწერება არამარტო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ არამედ რადარების საშვალებით რომლებიც დღითი დღე ემატება ჩვენს თბილისს და ავტობანს
საქართველოს კანონმდებლობაში რადარ დეტექტორების ამკრძალავი კანონის არ არსებობის გამო ეს თემაც ლეგალურად უნდა იყოს გახსნილი
პირველ რიგში არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში რადარ დეტექროტი და ანტირადარი , პირველი გაცნობებს რომ წინ რადარია და გიწევთ სიჩქარის დაკლება და მერეო კი ახშობს რადარის მიერ გამოგზავნილ სიგნალს და შეგიძლიათ სიჩქარეზე არც იფიქროთ რაც არასწორია უსაფრთხოებს მხრივ.
მინდა აქ გავუზაიროთ ერთმანეთს გამოცდილება რადარ დეტექტორების შესახებ რომელიც შევიძინეთ და გამოვცადეთ საქართველოში კერძოდ საპატრულოს მანქანაში დამონტაჟებული რადარების და გზაზე დამონტაჟებული რადარების მიმართ.
მე პირადად ვაპირებ ყიდვას ამერიკიდან და მაინტერესებს რომელი გამოდგება ჩვენს პირობებში ყველაზე კარგად ნუ შესაბამისად მინიმალურ ფასად რისი ყიდვა ღირს და რისი არა საქართველოსა და ამერიკას შორის ბევრი სხვაობაა სარადარო სისტემებში ასე რომ რაც ამერიკაში 100% მუშაა ჩვენთან შეიძლება ნაძვის ხეზე დასაკიდებელ სათამაშოდაც არ გამოგადგეთ.
თემაში კომერციულ გარიგებებზე და პოლიციაზე უცენზურო ლაპარაკი აკრძალულია.