#50584150 · 17 May 2017, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №100/04 შეგიძლიათ ამ კანონის ეს მუხლი განმიმარტოთ?
მუხლი 42. მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები
1. რისკის პოზიციები, რომლებიც ასოცირდება განსაკუთრებით მაღალ რისკთან, როგორიცაა ინვესტიციები ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში მაქსიმუმ 10%–იანი წილის ფლობით, ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა მაღალი რისკის მატარებელი რისკის პოზიციები, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით. 2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს კომერციულ ბანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით თუ შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი მთლიანი რისკის პოზიციის (შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები არ არის. 3. იჯარით გაცემის მიზნით საკუთრებაში არსებული ქონება უნდა შეიწონოს 250 % რისკის წონით.
|