#50581044 · 17 May 2017, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგო სხვადასხვა დაცვით მექანიზმს იყენებს, რათა დაიცვას თავი შფოთვისგან.ამიტომ შეიძლება უბრალოდ რეალობა მიუსადაგოს არაცნობიერის მოთხოვნილებებს ან პირიქით.დაცვის მექანიზმების შემჩნევა უფრო ადვილია სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. ფროიდმა რამდენიმე მექანიზმი გამოყო: განდევნა- ამ მექანიზმს ვიყენებთ, რათა თავიდან ავიცილოთ შფოთვა.შედეგად აღნიშნული მოვლენა არაცნობიერში გადადის და ფსიქიკას ნორმალურ მუშაობაში ხელს აღარ უშლის.თუმცა განდევნილი შეიძლება უკან დაბრუნდეს ცნობიერებაში წამოცდენების სახით. რეგრესია- ესაა უკან, განვითარების წინა ეტაპზე დაბრუნება, მაგალითად ბავშვურ ენაზე რაიმეს თქმა, რითიც უარს ვამბობთ ჩვენი აზროვნების ახლანდელ პროცესზე. რეგრესიის ერთ-ერთი გამოვლინებაა ენურეზი. ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებს ფიზიოლოგიური დარღვევების გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ისინი აპროტესტებენ მშობლების დამოკიდებულებას ან განიცდიან სიყვარულს/სითბოს ნაკლებობას და არაცნობიერად ხდება გაპროტესტება. პროექცია- როცა სხვა ადამიანს,ცხოველს ან ნივთს ვაწერთ საკუთარ სურვილებს. პროექციის მაგალითია როცა დედა შვილს სჯის და ფიქრობს, რომ ბავშვმა “დაიმსახურა/ითხოვა” დასჯა თავისი საქციელით. რაციონალიზაცია-დაუშვებელი აზრების და ქმედებებისთვის მიზეზების მოძიება და გამართლება. რეაქტიული ფორმაცია-სურვილების იმ სურვილებით შეცვლა,რომლებიც ეწინააღმდეგება რეალურ სურვილებს. ესაა სუბლიმაციის ყველაზე პრიმიტიული გამოვლენა. უარყოფა- მოვლენის ან სურვილის უარყოფა,თითქმოს არც ხდება იზოლაცია-შფოთვის გამომწვევი ასპექტები ფსიქიკისგან გამოიყოფა ცალკე..ადამიანი ამ მოვლენებს აღწერს ისე,თითქოს სხვა ვიღაცას გადახდა სუბლიმაცია-როცა სექსუალური ენერგიის ჩანაცვლება ხდება სხვა ტიპის ენერგიით,მაგალითად მხატვრული ან სულაც მუსიკაში გადამისამართება
--------------------
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive
|