ადმინებს ვთხოვ ეს თემა პოლიტიკაში გადაიტანოს.
იუზერებს კი დადონ მხოლოდ წყაროებით დადასტურებული ფეიკები და არა ის რაც მათ გონიათ ფეიკი.
რუსულის გარდა საქართველოსაც ძალიანფართოდ მოედო კრემლის მუშაობა.
საკმაოდ ეფექტურად აბოლებენ ძალიან დაბალი ხარისხის ფეიკებით, აქ მოვაგროვოთ მასალა რათა მარტივად შეგეძლოთ წყაროებით გამყარებული არგუმენტების გამოყენება.
დავიწყოთ.
ესაა რუსლი პროპაგანდის ვიდეო რომელიც 2015 წლით თარიღდება. დღეს საკმაოდ ბევრმა ქართულმა გვერდმა დადო, სათაურით "უკრიანელი ფაშისტები სეპარატისტ რუსს ჯვარზე ცოცხლად წვავენ".
ღია წყაროებს თუ მოიძიებთ აღმოაჩენთ რომ ეს ვიდეო 2015 წელს თავად რუსებმა გაავრცელეს კიბერ ბერკუტის საიტზე.
https://www.youtube.com/watch?v=gyqg7RR5Cn8https://tvzvezda.ru/news/201504242108-kekc.htmhttps://en.wikipedia.org/wiki/CyberBerkuthttp://cyber-berkut.ru/თუმცა ტვზვეზდა რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ამ სიახლეს ადასტურებდა და წყაროდ აზოვის ბატალიონის მებრძლებს ასახელებდა, რაც ტყუილია და თავად აზოვმაც უარყო.
საბოლოოდ ეს ფაქტი სეპარატისტებსაც არ დაუდასტურებიათ და მსხვერპლის ვინაობაც არ "გაუმხელიათ". შესაბამისად შეიძლება დანამდვილებით ითქვას რომ ვიდეო უბრალოდ დადგმულია, რასაც არასათანადო უკრიანული ენაც და კარგად მომზადებული ერთგვარი საველე სტუდიაც ადასტურებს. ასევე მხოლოდ დაწვის დაწყებაა გადაღებული
https://twitter.com/Polk_Azov/status/591709970623766529 This post has been edited by hidden; on 6 Mar 2022, 13:59
მიმაგრებული სურათი