ეს ხომ მელომანიის განყოფილებაა.
მელომანიის განყოფილებაში ხომ მელომანები პოსტავთ.
მელომანისთვის ხომ ერთობ მნიშვნელოვანია ის გაჯეტი, რომელსაც ყურსასმენი ჰქვია? - ხარისხიანი ყურსასმენები, რომელიც მუსიკის მოსმენას მილიონჯერ სასიამოვნოს ხდის.
პირადად მე, ცოტა ადამიანს ვიცნობ, რომელიც ყურსასმენების განხილვით ინტერესდება და მზადაა მასში ოდნავ დიდი თანხა გადაიხადოს, ხარისხიანი ხმის მისაღებად.
......და იმედია ამ თემაში მაინც ვიპოვით ის ადამიანები ერთმანეთს, ვისთვისაც კარგ ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა მნიშვნელოვანია.
განხილვა/რჩევები/თქვენი ყურსასმენების აღწერა/ფოტოები/ფასები და ა.შ - იმედია ეს ყველაფერი ამ თემაში შეიკვრება და ჯამში მდიდარი თემა გამოვა.
ჰო. იმედია გამოვა....თუ ამ განყოფილებაში მხოლოდ "ერთი სიმღერა მაპოვნინეთ"-სთვის არ შემოდიხარ.
მოკლედ იმედი ბოლოს კვდებაო და ბარემ ამ სფეროში მოწინავე რამოდენიმე მწარმოებელს დავწერ.
1.
Sennheiser» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე არ მქონია მისი არცერთი მოდელი, მაგრამ როგორც ვიცი, ლიდერია ამ ინდუსტრიაში. ამიტომაც პირველი ეს ბრენდი დავწერე.
ამჟამად მათი ყველაზე ძვირადღირებული "ეარფონი" - Momentum-ის სერიის ორი ყურსასმენია
HD 1 In-Ear - რომელიც $99.95 ღირს და მისი Wireless ვერსია -
HD 1 In-Ear Wireless 199.95 დოლარად. ორივე ორ სხვადასხვა - შავსა და წითელ ფერებში იყიდება

ხოლო მათი ერთ-ერთი ძვირადღირებული "ჰედფონი" - HD 1 On-Ear - სულ რაღაც 399.95 დოლარად

ეს სურათები და მოდელების ჩამოთვლა, უბრალოდ თემის გამდიდრებისთვის, თორემ რა თქმა უნდა ამ ღირებულების ყურსასმენს ჩვენ არ განვიხილავთ.
დანარჩენ მოწინავე ბრენდებს უბრალოდ ჩამოვთლი.
2.
Beats by Dre3.
Sony4.
AKGსულ ესაა. დავდოთ და განვიხილოთ ჩვენი ან ნებისმიერი ყურსასმენი.