"გაბედავდა, იტყოდა ისეთ რამეს და კაი ჩიტსაც დაიჭერდა" - კვირიკაშვილის დუმილი ფარცხალაძის საქმეზე
ჯერ ხელისუფლებამ არ იცის ივანიშვილის პოზიცია და თავს არიდებენ განცხადებების გაკეთებას, რომ შარში არ გაეხვნენ- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან დაკავშირებით. "პირველი რადიოს" კითხვაზე, რატომ არ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება, გუგავა ამბობს, რომ კვირიკაშვილი უბრალო "სათამაშოა" და ასეთ საკითხებს მას არავინ ეკითხება:
"პრემიერ მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური თვალსაზრისით ის მთავრობის მეთაურია და რეალურად პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო მმართველობას, ბალი ათი შაური რატოა ბაზარში, იმას არავინ არ ეკითხება. ეგ საკითხები აბსოლუტურად სხვაგან წყდება და ის არის ჩვეულებრივი მარიონეტი, სათამაშო, ბიძინას ხელში და იმ დაკვეთების შემსრულებელი, რომელიც შუშის სასახლიდან მოდის. გაბედავდა, იტყოდა ისეთ რამეს და კაი ჩიტსაც დაიჭერდა , შეიძლება დაეკარგა თანამდებობაც. ჯერ ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა და არ იცინ ივანიშვილის პოზიცია და აქედან გამომდინარე თავს არიდებენ მაქსიმალურად, რომ შარში არ გაეხვნენ. არის მეორე ვარიანტიც- ჯერ შემუშავებული არ აქვთ ის პიარული ნარატივი, როგორ უნდა მოუარონ ამ საკითხს. იმდენი ღია მტკიცებულება დაგროვდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით ეფექტური, ყალბი პიარი ვერ მოიგონეს." განუცხადა "პირველ რადიოს" გიორგი გუგავამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=85303