ოთარ ფარცხალაძის ბიოგრაფია1. ეს ავტომობილი (mercedes benz G class W463) მერსედესის მოდელებს შორის ყველაზე ძვირი სერიის (მაიბახის შემდეგ) ოჯახიდანაა.
2. ავტომობილი არის მერსედესის სპეც ქვედანაყოფ "Guard-ის" მიერ ქარხნულად დაჯავშნული. ჯავშანის კლასი B7, რომელიც არამხოლოდ 7,62 კალიბრის ავტომატური იარაღიდან და სნაიპერული შაშხანა СВД-დან ნასროლი ტყვიის, არამედ РПГ-7-ის მოხვედრასაც უძლებს.
3. ამ ავტომობილის მართვისთვის, რომლის წონაც მზიდი ჯავშან-კონსტრუქციის გამო, საგრძნობლად არის გაზრდილი (4400 კგ. ჯავშანის სისქე 8 მმ, დაჯავშნული მინების სისქე 50 მმ) მძღოლის სპეციალური მომზადებაა საჭირო. შესაბამისად, ფარცხალაძეს დაჯავშნულ ავტომობილთან ერთად, სპეციალურად მომზადებული (სავარაუდოდ, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი) მძღოლიც ემსახურება.
4. G კლასის თითქმის 2,5 ტონიანი ყველგანმავლები ისედაც საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩევიან და, სავარაუდოდ, მისი დაჯავშნული მოდელები 100 კმ-ზე 25-30 ლიტრზე ნაკლებ საწვავს არ მოიხმარენ.
5. საექსპლუატაციო ხარჯების წარმოსადგენად შემიძლია მხოლოდ სამუხრუჭე ხუნდების ფასი დავწერო, რომელიც ჩვეულებრივ, დაუჯავშნავ მოდელებზე, დაახლოებით, 985 ლარს შეადგენს.
ამ სიის გაგრძელება, ალბათ, უსასრულობამდე შეიძლება.
თან გაითვალისწინეთ, რომ ამ ყოველივეს, სახელმწიფო კერძო პირს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აწვდის.
-----------------------------------------------------------------
ჰო ისე ნემცების აღარ მიკვირს, კარგად იციან მაგათ რომ ჩვენაირ ქვეყნებში ბოტასების ქურდობიდან მთავარ პროკურორობამდე ნახევარი ნაბიჯია და მაგიტომაა რო არ ვუნდივართ ნატოში.
პ.ს
ისე რამ შეაშინა ასე ძაან ეს კაცი.
This post has been edited by OKELA84 on 17 May 2017, 18:47