გამარჯობა. აგარაკისთვის ვეძებ კაფელს და მეტლახს. ვიყავი ელიავაზე აგლაძის ქუჩაზე. ჩამწკრიველუია პატარა მაღაზიები სადაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ყიდიან კაფელს და მეტლახს დაზეპირებული ქართულით. მაგრამ მაღაზიებთან შედარებით შეღავათიან ფასად. 17 ლარიანი მეტლახი და კაფელი მომეწონა. როცა ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებებზე ვკითხე მხრები აიჩეჩა და თქვა რომ მეტლახია და რას ქვია მავნეო

))) ხოდა იქნებ თქვენ მირჩიოთ ვიყიდო ?

თუმცა ასე ბრმად რა უნდა მირჩიოთ.... მაგრამ მოდით აქ დავწეროთ ზოგადად რა საფრთხეები არსებობს ჯანმრთელობისთვის. როგორც ვიცი ზოგ კაფელს და მეტლახს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. გამოსხივებით თუ რაღაც მსგავსით. იგივე მეფიქრება ლინოლიუმზე რომლის შეძენასაც ვაირებ. როგორ ამოვიცნოთ უზიანო ?