სოციალურ ქსელაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე, კერძოდ № 24 მდებარე კაფე-ბარ Timeout -ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაჩვეულებრივი მეგრული ხაჭაპური....სულ რაღაც 27 ლარად.
საოცარი პიცა , სულ იაფად 20 ლარად
და ბოლოს გადასარევი პეპსი კოლა , რომლის ღირებულებაა სულ რაღაც 8 ლარი.
ჭყონია ხომ შურისგან ვერ დაიძინებს, პეპსიმ როგორ მაჯობაო !
ისტორია შემდეგია- ორი მოზარდი ეწვია ამ კაფეს, ერთერთის მამის თანხმლებით. ბავშვებმა შეუკვეთეს ერთი ხაჭაპური, ერთი პიცა და ორი პეპსი.
მამამ ცოტა ხნით მოზარდები დატოვა , დაუბარა , აქვე ახლოს ვიქნები, როგორც კი ჭამას მორჩებით , დამირეკეთ და მოვალ გადავიხდიო
ასეც მოხდა. მოზარდებმა ცოტა ხანში დაურეკეს მამას და ფრიად სასიხარულო ამბავი აუწყეს- ქეიფი ორი პატარა პეპსით და ხაჭაპურით 73 ლარამდე დაჯდა
ნუ მამა როგორი გახარებული მივარდებოდა იმ კაფეში, თქვენ წარმოიდგინეთ...
ასე , რომ ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, ნუ გაუშვებთ შანს, აუცილებლად ეწვიეთ კაფე Timeout -ს ახალ რესტავრირებულ აღმაშენებელზე, დააგემოვნეთ არაჩვეულებრივი ხაჭაპური, პიცა და ზედ ზღაპრული პეპსი დააყოლეთ.
რაისკაიე ნასლაჟდენიე გარანტირებულია!
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი