falcon91.8 გოლფი მყავდა 90 ცხენის ძალით და მაგრად მასიამოვნა, კარგი სარბენი მანქანა იყო.
ძრავი უპრობლემო, გაზზე ვამუშავებდი. ნაწილებიც ვიცოდი სადაც იყო საბითუმო ფასად და არაფერზე უწყენინებია. ხანდახან რაღაც კი გაუფუჭდებოდა მაგრამ არაფერი საგანგაშო, მაქსიმუმ 50 ლარის ფარგლებში ვაგვარებდი.
კლაპნები არ ვიცი, მაგრამ ცხენის ძალებით განსხვავდება ეგენი და მაგით შეარჩიე. მგონი1996-იანის მერე უკვე 90 ცხენი ჰყავს მაგ ძრავებს. ახლობელს ყავდა 2.0 GTI 16V მაგრამ სულ წუწუნებდა, სულ რაღაც პრობლემა ჰქონდა. არადა დღეს რომ დაათვალიერო კარგ 2.0 ჯიტიაის 2000$-ზე მეტი კი უნდა. არადა რა მუღამი გამომყვა 150 ცხენის
მაგ თანხაში, რაც დაწერე, ისევ ამ ბებერი მანქანით სირბილი გირჩევნია, ვიდრე ახალი და ტვინის ტყვნა რაიმეთი.
პ.ს. თუ 2 კარით აპირებ, 1.4 ჰონდა სივიკზე დაფიქრდი.
სანამ იყიდი კარგად შეამოწმებინე და 1.8 ძრავი დამიჯერე ნაწყენს არ დაგტოვებს. პერედოკის ნაწილები არ ჩაპრესო, არც ბალკის რეზინები და არაფერი, ისედაც ძირითადად იაფი ღირს და 20 ლარის ეკონომიას ნუ გასწევ, დააყენე ნორმალური ხარისხის ახლები და იხმარებ გემრიელად.
ლემფორდერი და კიდევ რაღაც ბრენდი იყო რომელსაც ვხმარობდი, დამუღამებული მქონდა ადგილები სადაც იყიდებოდა.
თუ გაზზე ნახმარი შეგხვდება, ბალონის ვადა შეამოწმე აუცილებლად, ძრავზე "ხალასტოი ხოდის" რეგულატორი და ტრამბლიორი როგორაა გასწორებული. თუ რეგულატორი დაბრედილია და ტრამბლიორი გადაწეული (გაზზე რეგულირების დროს გადასწევენ ხოლმე "რანზე") ე.ი. კაი ხანია გაზზე მუშაობს. თუ გაზზე მუშაობს და ბენზინზე არა, დიდი ალბათობით ბენზონასოსია მკვდარი და ეგ ტვინის ტყვნა შესაცვლელია.