ბატონი მოდერატორი თუ ჩათვლის, რომ თემა იმსახურებს მზის შუქს - ვაცოცხლოთ, თუ არადა ეშაფოთზე...
სალამი...
კარგ და კეთილშობილ ამბავს ტრადიციად (გადა)ქცევა უხდება, ხოლო ტრადიციას შენახვა და გაგრძელება...
მოახლოვდა ზაფხული და ივნისის ტურნე, ხინკლების გორების ყრის მაგივრად, ბუნებას ხომ არ ვწვეოდით და ქალაქურ ყაიდაზე*** სეზონი (U18, U20, რეჩ, ტურნე, საკლუბო ევროსარბიელი, შიდა ასპარეზი) შეგვეჯამებინა და ცხელ ნოებერზე გვემსჯელა?
ქალაქურ ყაიდას რაც შეეხება გთავაზობთ:
- ჩაქაფულს (რეცეპტი ქვემოთ, თუ პირის გემო და სხვა დამგემოვნებლები არ მატყუებენ ცუდი არ გამომდის)
- მწვადს (ცვრიანს ან ნაბასტურმალს)
- ყაურმას (მწყემსურად {ფოეფოე ამბავი არ უხდება ყაურმას, იმიტომაც არის ჯიგრის })
- ბევრ მჟავეულს, მწვანილს
- რამდენიმე ნაირ ყველს
- იქნებ და დედას პურს, შოთი მაინც
დავყრიდით ქვევრის შარშანწინდელი ტანინიანი (მეგულვის „პროდუქტ-ნატურალ“ უშაქრო და უწყლო რქაწითელი, 3 ბოთლამდე რომ შეგარგებს ლხინს, ზემოთ უკვე ინდივიდუალურია და ლიტრაჟზე დამოკიდებული) ღვინითურთ და დანარჩენი ადგილზე...
სადმე ახლოში ქალაქ გარეთ, სიგრილეში, სიმწვანეში, წყაროს მახლობლად ერთი (ან ორი) მარშუტკა და ჰერი ჰერი...
ავისხათ „ეკიპირება“, გასვლამდე წინ დღეს „სხადნიაკი“ „ობშჩიაკის“ ამბავში, პარალელურად შინაურ მეხორცეებთან სისხლ-გაუმშრალი ნაჭრების აღებდა ეგაა...
მჟავეულს, ყველეულს და მწვანილეულს დიდი შეფპოვრობა არ სჭირდება
ბასტურმა იქნება თუ მწვადი ცვრიანი მიეხედება (ვგონებ, რომ რაღაცნაირად ხელი არაერთს გვივარგა ), ჩაქაფულის სამზადისს მე მივხედავ, ერთია ყაურმაზე ვინმეს რამე სპეც-ნაცადი რეცეპტი თუ აქვს ხომ კარგი თუ არადა კიდევ უკეთ დასახვეწად 1-2 ხელადობას მანამ მივმართავ...
ყაურმა:
საქონლის გულ-ღვიძლი (ღვიძლი, ფილტვი, გული და თირკმელი)
მცირედ შიგნეულის (მუცლის ქონი)
4-5 თავი ქართული ხახვი (1კგ.ზე)
ცოტა ტომატი, ან ცოცხალი პომიდორი (სადღაც ჯობია მგონია)
წყალს ვერ ვაკადრებ და ღვინოში ჯობია (რაღაც მირჩევნია)
ცოტა ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, მარილი და პილპილი (შავიც და წითელიც) გემოვნებით
სულ ოდნავ უხდება ნიორი და პიტნა (ჩობან_ყაურმის უცვლელი ინგრედიენტები - ნაზავი)
ახლა კი ჩაქაფული (მე კი გავიძახი მივაგენი ოპტიმალურ რეცეპტს მეთქი, მაგრამ კაცია გუნება და პირის გემო):
პ.ს.
რადგან ცხვარი ყველას ისე არ უყვარს, ამიტომ ხბო...
ნეკნი და „გრუძინკა“ (არც ბარკალია დასაწუნი)
საქონლისავე ქონი (გათვლა 1 კგ. ხორცზე)
ტარხუნა 4 კონა
მწვანე ხახვი 3 კონა
ქინძი საშუალო 2 კონა
ოხრახუში საშუალო 1 კონა
მცირე კონა ნიახური
მჟაუნა 1 კონა
ტყემალი 200 გრამი (ტყემლის ¼ ალუჩაც)
კეთილშობილი ღვინო
მწვანე წიწაკა (არაცხარე)
ერთი ღერო მწვანე ნიორი
მარილი გემოვნებით (პილპილი ძალიან ცოტა)
20 კაცზე დაგვჭირდეს 5-6 სამწვადე, 3-4 კილო ყაურმა, 4-5 კილო საჩაქაფულე, ორი „ოციანი“ (მაინც + პატარა „ზაპასი“), 20 შოთი, 2 კილომე ყველის „ასორტი“, კიტრ-პომიდორ, ბოლოკ, წიწმატ, მწვანილი ტარხუნით და მჟავეული (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო (ორივე), ჟონჟოლი, საწებელის მაგვარები (მარნეულის ვარგა) ლიმონათ-მინერალური, მარილი და სუფრის მოსახურე ატრიბუტიკა (წყალი: სასმელიც და „ტექნიკურიც“)
დანები, ნაჯახები, ქვაბები, ტურისტული გაზის ბალონიც თუ არის რატომაც არა, თუ არადა ცეცხლზე ქვაბის სადგამად რკინეულობა
კაცმა თითი რომ გაიჭრას წამლად სპირტიც არ ქიენბა ზედმეტი (Я так думаю)
ვიფიქრე და თუ ცუდად არ მიფიქრია, ვაკურთხოთ რომ სურვილი დაემთხვას შესაძლებლობას
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...