#50660547 · 29 May 2017, 23:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო, ალბათ გაიგეთ ამ ღონისძიების შესახებ - "ჰაკათონი რაგბისთვის" "2017 წლის 9-11 ივნისს, რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს რაგბის კავშირი, კომპანია ბილაინის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლებენ ღონისძიებას „ჰაკათონი რაგბისთვის“.
ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტების შექმნას, რომელიც დაეხმარება ქართულ რაგბს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ რაგბის კავშირს შესთავაზონ პრაქტიკული ამოცანის ინოვაციური გადაწყვეტის გზები. გამარჯვებული პროექტები დაჯილდოვდებიან ფულადი და სპეციალური პრიზებით. "
ჩემი თხოვნა იქნება დაწეროთ თქვენი აზრი, არსებული პრობლემებიდან ყველაზე მეტად რა სახის ამოცანების შესრულებაში ხედავთ ახალი პროგრამული უზრუნველყოფების (ვებ საიტი/მობილური აპლიკაცია) შექმნის როლს, ამით გარკვეულ მიმართულებას მისცემთ დეველოპერებს და მათ მიერ შექმნილი პროდუქტებიც მეტად გამოსადეგი იქნება რეალობაში. წინასწარ დიდი მადლობა ყველას.
|