მოკლედ, სიტუაცია მაქვს ასეთი, სულ მაქვს 5 კილომეტრი გასაყვანი, გზადაგზა უნდა დაყენდეს 12 ან 24 ვოლტიანი შესაბამისად 2 ან 1 ამპერიანი აპარატები.
ეს მაქსიმუმი მოთხოვნაა, ანუ რეალურად 10 ვატის მეტი არ დასჭირდება, მაგრამ ვიანგარიშოთ 24 ვატი.
იქნება ალბათ 20 აპარატი დასაყენებელი მსგავსი.
სავარაუდოდ ყოველ 200-250 მეტრში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება 500-600 მეტრიც იყოს დაშორება.
შემიძლია ამ სისტემის ცენტრში დავაყენო ელექტროენერგიის წყარო, ასე ვთქვათ 2.5კმ იქნეს ცენტრალურიდან დაშორებული, არ მინდა მაღალი ძაბვა გავუშვა, საშიშია, მავთული მაქვს სავარაუდოდ ყველაზე იაფ ვარიანტში ტროსი, იზოლირებული იდეალურად გარემოსგან.
ყოველ აპარატთან შემიძლია ჩავამატო რაიმე საშუალება, რაც დენის ძალას აწევს ან პირიქით, ძაბვას აწევს, რაც იქნება საჭირო იმის მიხედვით ვიზამ.
ცუდი გამტარია საკმაოდ ეს ტროსი. 1კმ-იანის წინაღობაა 1 მეგაომი, ტესტერმა ასე მითხრა

ასევე მაქვს კიდევ ცოტა მსხვილი ტროსის ვარიანტი რომლის წინაღობა კილომეტრზე არის 0.1 მეგაომი, მაგრამ ამ უკანასკნელს დიდი საშიშროება აქვს, რომ სადმე აიღოს მასა, ტრუბაზე ან რავიი.
ამ თემაშI განათლებულებმა მირჩიეთ აბაა.
30-50 ვოლტი რო გავუშვა 50 ამპერი ვინმეს მოკლავს რო რამეეე? მერე აპარატურას დავუყენებ ძაბვის დამწევებს, 1 და 2 ამპერიანები ყრია კაპიკებში ასეთი დამწევები ძაბვის.
და კიდევ კითხვა პირველი, რამდენად შესაძლებელია, ან რამდენს მივიღებ 2.5 კილომერში 1 მეგაომიანი კაბელით(კილომეტრზე აქვს ამდენი წინაღობა).
მეორე კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი ამ დროს კარგი დამიწება, გამოვიყენო მინუსისთვის და მხოლოდ პლიუსის კაბელი გავიყვანო, დაწყვილებული 1 მეგაომიანი ტროსით მაგალითად. ეს წინაღობები დავთვალე 1 კილომეტრიან ტროსზე, იზოლირებულია გარედან.