სადახლოზე მოკლული გიორგი ფირანიშვილის მკვლელებს 17-17 წელი მიესაჯათ!გულიკო გიგიბერია - 08.08.2014-ში, მოხდა ის, რომ ბანდა, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ხერხემალში გადაიტეხა !!! (2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუქტთან მომხდარი მკვლელობის საქმე. სადახლოზე მომხდარი სროლის შედეგად 21 წლის გიორგი ფირანიშვილი და მერაბ კალანდაძე გარდაიცვალნენ, დილარ მუკბანიანი კი დაიჭრა)
დღეს, 08. 08. 2014 წელს, შედგა სასამართლო,-რომელმაც ყველა ბრალდებულს, 19. 109-მ, მ–3 ნაწ. გასამართლებულებს, 17- 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა !!!
ადვოკატებმა, თითქმის ცხრა თვეა, მცირეოდენი არგუმენტიც ვერ მოიტანეს, თუნდაც მოსმენილის სახით – რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ, ოთხ ბრალდებულს – არჩილ გოგიშვილს, ე.წ.“სიჩოს“, გიორგი ნავერიანს, ე.წ. „სვანჩიკას“, შოთა ჭელიძეს, ანუ „ჭელოს“ და „კუხალას“, ანუ ზურაბ კუხალაშვილს – ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ბრალს…
თვით ბრალდებაწაყენებულებმა კი, უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით – დუმილი გადაწყვიტეს… და მხოლოდ სასამართლოს ბოლო სხდომაზე გამოვიდნენ „საბოლოო სიტყვით“.
საბოლოო სიტყვა იმდენად უსუსური იყო…
მომხდარ ფაქტს მათ გვერდი აუარეს და მათი მონაყოლი (ოთხივესი) იწყებოდა და ეხებოდა იმ მონაკვეთს, როდესაც ადგილზე აყვანილი დაპატიმრებულები, მიიყვანეს სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც მათ სათითაოდ „კერავდნენ“ ორი ადამიანის მკვლელობა აეღოთ თავის თავზე………..
მოსამართლე მაკა გველესიანმა არ გაითვალისწინა დამნაშავე-მკვლელების მონაყოლი და სამართლიანი განაჩენი გამოუტანა ოთხივეს, 17- 17 წელი.
სამართლიანობა მოითხოვს, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, მით უფრო, როდესაც ადგილი აქვს უმძიმეს დანაშაულს – ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, განზრახ მკვლელობას!!!
ეს რომ ასე არ დამთავრებულიყო, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა – დაუსჯელობა შექმნიდა პრეცენდენტებს, მისცემდა დამნაშავეებს ყველაფრის შემძლეობის განცდას, მერე უნდა გენახათ მათი აღვირახსნილობა და დანაშაულებები…
შეგახსენებთ, ადგილზე აყვანილებიდან, იმ დღესვე გაუშვეს 3 თანამონაწილე, 4 თვეში გაუშვეს ამ ჯგუფის თავკაცი – ნოდარ დობორჯგინიძე და მისი „ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი, შემსრულებელი“ ანტონ ისაკაძე… დარჩელი 4, ემზადებოდა 17 აპრილისათვის გამოსასვლელად (გიორგი დემეტრაძე ანუ თავმჯდომარის სახელს არ დავასახელებ), მაგარი მფარველის მეშვეობით…
სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ჩვენში უნდობლობა, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ….
ოჯახი ჩავერთეთ და ავურიეთ რამსები…
ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრებაც კი აგრესიას იწვევდა დამნაშავეებში, მათ ახლობლებში და ადვოკატებშიც კი…
ბოლო სასამართლოს წინა დღეს, ჩემი შეშინება სცადეს. ვიღაც ახალგაზრდამ მირჩია, იქნებ ამ ბოლო სხდომას არ დავსწრებულიყავი (ეს მოხდა, 07.08.2014წ. 12:25 იუსტიციის სახლში), რაც შევატყობინე პროკურორს და მან ჩემი დაცვის მიზნით ოპერატიული ზომები მიიღო)…
08. 08.2014-ში, მოხდა ის, რომ ბანდა, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ხერხემალში გადაიტეხა!!! იმედი გამიჩნდა – რაკი ესენი სცნეს დამნაშავედ, რაც ლოგიკური, სამართლიანი და არგუმენტირებულია – თავისთავად, დანარჩენებიც ვინც მონაწილეობდა ამ საზარელ დევნა, თავდასხმა, მკვლელობაში -მათივე „ძმების“ ბედს გაიზიარებენ !!!
http://iberiana2.wordpress.com/segm/gigiberia/ This post has been edited by iberiana21 on 20 Aug 2014, 15:23