არ ვიცი სათაურებში რა მიწერია ქვე შენი ჭირიმეე
ჩემი თემა ასეთია: საკუთარ თავს ვთხოვე დათვლა, თუ საპირისპირო სქესის რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ლაპარაკია ურთიერთობის მცდელობაზე, როცა ასე თუ ისე, მათ (ჩემს შემთხვევაში გოგოებს) მუშტრის თვალით უყურებ
სიტყვაზე, მყავს ისეთი მეგობარიც, რომელთანაც ვიცი ,,სასიყვარულო ურთიერთობა" მათუსალას ასაკსაც რომ მივაღწიო არ მექნება, მაგრამ მას მაინც (თავს ოდნავ თუ ჩავუკვირდები) ვუყურებ როგორც ქალს
არ ვკონტაქტობ (თითქმის 100%–ით) იმათთან, ვინც ,,გამორიცხულია მინდოდეს" (აი სიტყვაზე კაცებთან

) – გამარჯობა, ნახვამდის
ჰოდა, ესე იგი ვერ დავთვლი...ვცდილობ ,,ურთიერთობა" ასე 10–თან

ან მეტთანაც კი ,,განვავითარო"...(თან ვცვლი, როგორც ლითონის ქილაში ჩაყრილ კენჭებს)
რა თქმამ უნდა მიფიქრია, ძალების კონსოლიდირება 1–ზე რომ მომეხდინ, რა მოხდებოდა...მაგრამ ძალიან მცირე ხნით ვახერხებ ამას და ის ერთიც აღარ მინდება
ანუ ბევრი მინდა და...იქიდან ამოვარჩევ მერე

თუმცა როგორც იგავი ღაღადებს, მუდამ მშრალზე ვრჩები
ჰოდა თქვენ?
This post has been edited by Piquecanthropus on 20 May 2017, 16:34