#50675257 · 1 Jun 2017, 02:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
epita
უდაოა რომ პლატა TOP კლასის სერიას მიეკუთვნება მთელი მისი სრულყოფილი ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით და მიუხედავად ჩიპსეტ Z87 - სა ძალიან ბევრ Z97 - ს ჩამოიტოვებს უკან და ბევრ TOP - აც დაუდგება სწორუპოვრად, მაგრამ ამ შემთხვევაში გასაყიდი ნივთის ღირებულებასთან ერთად ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების და სეგმენტის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინო.
თუნდაც ის ფაქტი რომ ყველა როდი მოახერხებს მისი ტექნიკური მახასიათებლების 100 % ით გამოყენებას, შესაბამისად ის ვინც დიდი ენთუზიასტი, რაზგონის ან ექსტრიმ კომპის აწყობის სურვილით არაა განმსჭვალული ამ სოკეტზე როდი უღირს ესეთი ფასის გადახდა უკვე შედარებით ძველ სერიაში (რომც არ იყოს ძველი სერია), როცა შეუძლია შედარებით ნაკლებ ფასად დაბალი მონაცემების, მაგრამ რაციონალურად მისთვის მისაღები მოდელი იყიდოს.
ახალი არააა, რომ საქართველოში TOP ან ექსტრიმ სერიის პლატებს ფართო მოთხოვნა არ აქვს ან აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არაა.
მე გადაჭრით და ცალსახად ვერ დაგიდგენ მაგ პლატის ფასს, რადგან შენ ხარ პატრონი და ყველაზე უკეთ შენ იცი რა გიღირს
ჩემი აზრით კი მისი ფასი 350 ლარამდე მერყეობს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სულ ახალია. მარკეტზე 400 ად ან შედარებით მეტადაც შეგიძლია გაუშვა შენი სურვილისამებრ.
This post has been edited by Markoo on 1 Jun 2017, 02:05
--------------------
Pc Art Georgia - კომპიუტერული მაღაზია და სერვისი ერთ სივრცეში
FB - https://www.facebook.com/profile.php?id=61578764607533
|