გიორგი გაგნიძე added 29 photos and a video.
May 23 at 10:32am ·
ტაძრისის სატყეო. 59-ე კვარტალი და მის მოპირდაპირედ სხვა კვარტალი. ეს გახლავთ ის რეალური უბედურება რაც დღეს აქ და ზოგადად, საქართველოს ტყეში ხდება. ამ უბედურებას ჩემთვის, ისიც ემატება, რომ დავდივარ ამ გაუბედურებულ კორომებში და ვფიქრობ;: იმას რასაც მე ვაკეთებ_ უკანონოდ მოჭრილი ხის ძირკვებს ვამოწმებ და ვღრიცხავ, ამით ამ გაუბედურებულ ტყეს და ზოგადად ბუნებას რითიმე ვშველი? მითუმეტეს მაშინ როცა, ჩემგან მოშორებით, ოთხივ მხრივ სხვა კვარტლებში ხე-ტყის დამზადება "ჩვეულებრივ" ტემპში მიმდინარეობს.
ვერაფერს ვშველი და ესაა ჩემთვის კიდევ ყველაზე უფრო დამთრგუნველი და შეურაცმყოფელი. საშინელეებაა, ვდგავარ ზღვის დონიდან 2150 მეტრის სიმაღლეზე, ჩემს ქვემოთ უბედურებაა დატრიალებული, ზემოთ ე. წ. ბრძოლის საზღვარია ანუ მოსაჭრელი აღარაფერია. ყოველივე ამ უბედურებიდან გამომდინარე, ვააცნობიერებ იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე მოსაჭრელი აღარაფერი დარჩება და რა მოჰყვება ამას ამის გაფიქრებისაც კი მეშინია.
ამ დროს თემურ წიკლაურის ერთ-ერთი სიმღრის ტექსტი მახსენდება. "იყიდება სამცხე როგორც, უპატრონო ობოლი.......................ყიდის, სინდის- ნამუსს ყიდის, მიწას ქცეულს ედემად. ამ ქვეყნიდან ისე მიდის, უკან არ იხედება". ეს სიტყვები ზუსტად ამ უბედურების გამოხმაურებაა. ერთი გამონაკლისის სინდის- ნამუსის გაყიდვის გარდა, რადგან რამე რომ გაყიდოს ადამიანმა, ის ამ რამის მფლობელი უნდა იყოს. რაც არ აქვს იმას ბუნებრივია ვერ გაყიდის.
და აქვე მიჩნდება, ჩემდა სამწუხაროდ განუხორციელებელი სურვილი--გამომათრევინა კაბინეტებიდან ის სახელმწიფო მოხელეები ვისაც ტყის მოვლა-პატრონობა და მეურნეობის წარმართვა ევალება და მათ თვალებში ჩამახედა. საკუთარი თვალით რომ ნახავენ იქნებ მაშინ მაინც გაისიგრძეგანონ ამ უბედურების მასშტაბები. კიდევ ერთხელ ვკითხულობ _ გვეშველება რამე? და ამ ვიშვიშსა და ვაებას ისევ თემურ წიკლაურის სიმღერის ტექსტით
ვამთავრებ "ისევ შენი იმედი მაქვს, ღმერთოო!!! ამ ქვეყანაზე'".
https://www.facebook.com/100010874947439/vi...20404501665378/ვიდეო
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)