მოგესალმებით,
თუ შეცდომით ვხსნი ახალ თემას მომიტევეთ, ჩემი აზრით ასე უფრო მეტი ხალხი ნახავს და გამოადგება.
Nicehash.com
https://github.com/nicehash/NiceHashMiner/releases გადმოსაწერი ლინკი.
ამ პროგრამაში არის მოთავსებული 20 ზე მეტი ალგორითმი სხვადასხვა ქოინების პროცესორისთვისაც და ვიდეოებისთვისაც.
მაინინგის დროს პროგრამა ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით არჩევს ყველაზე მეტად მომგებიან ვარიანტს შენი ჰარდისთვის და იმაზე გადადის ავტომატურად.
მე პატარა კომპი მაქვს აწყობილი 3 ცალი 290 - ით. Ether - ებისთვის ავაწყვე და 80-84 Mh/s მაქვს სისწრაფე. დღევანდელ ფასზე 6.5$ გამოდის 24 საათში. (ძალიან დამღლელია სინქრონიზაცია მთელი ბაზის. 40გიგამდეა ასული Chaindata. და ხანდახან ჭედავს ხოლმე)
ამ ახალი (ჩემთვის) პროგრამით კი 2 დღეა 7.7-8.2$ მერიცხება emoney.ge - ზე ბიტკოინების სახით.
ანუ ეს პროგრამა სხვადასხვა ვალუტას ამაინინგებს და შენ გირიცხავს ბიტკოინს მითითებულ მისამართზე.
რეალურად ამით ვარ დაზღვეული ფასის ცვალებადობისგან და ასევე რაც ყველაზე მთავარია სირთულის გაზრდისგან. თუ რომელიმე ალგორითმი არ იქნება ოპტიმალური, სხვა ალგორითმზე გადადის, და შენ ბიტკოინი მოგდის.
ესაა ჩემი ორი დღის გამოცდილება.
თუ ვინმემ იცით ამ პროგრამის შესახებ დაწერეთ თქვენი გამოცდილება და თუ იცით მსგასი სხვა სოფტი ეგეც დაწერეთ.
მე ამ წუთას დენის ხარჯი არ მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს მაინც მომგებიანია "საშუალოვადიან პერიოდში":)