გაიღიმეთ, ეს საქართველოა, ყველა ქართველისთვის ყველაზე კარგი ქვეყანა მთელს მსოფლიოში.
საქართველო ღიმილის, სიყვარულის და ბედნიერების ქვეყანაა. მაშ ამდენი გაჭირვება რად არისო? - ვინმე იკითხავს. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენში ჩადებული პოტენციალი სრულად არ გამოგვიმჟღავნებია.
ეს პოტენციალი კი უსაზღვრო ოპტიმიზმი, სიყვარული, ღიმილი და ბედნიერებისკენ სწრაფვაა.
იაპონიამ უკვე დაინახა ჩვენში ეს პოტენციალი და ჩვენი ქვეყნის დასახელების დასაწერად ორი ღიმილაკი გამოიყენა

(თემის სათაურში JOJIA ანუ სააქართველო იაპონურად)
ჰოდა მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე რომ შევდგეთ ღიმილიან საქართველოდ.
იქამდე კი ამ თემაში დავწეროთ ხოლმე ყველაფერი ის, რაც გვეამაყება საქართველოში, ქართველში, ქართულ სულში და ხასიათში. ის რაც ჩვენ გვხდის ქართველებად
ოღონდ წარსულში ნუ ჩავიკეტებით. პირიქით, მომავლისკენ ვიყუროთ და უფრო მეტი ქართველობა აწმყოსა და მომავალში ვეძებოთ!
ჩემთვის ქართველობა ქართული წარმოებაა - ახლადფეხადგმული მაგრამ შეუპოვარი და ღიმილიანი..
ქართველობაა ქართული წარმოების პოპარიზაციაზე ზრუნვა. ქართველობაა კონკრეტულად ინიციატივა www.kar.ge და მისი ავტორი.
თქვენი რიგია