GooDxGaMeRვინმე რომ ბინიდან ამოწერო უნდა მოლიდო ხელი და წაიყვანო იუსტიციის სახლში, ხელს მოგიწერს და ეგაა. თუ არ იცი ის მეორე ვინაა და ვერ წაიყვან, ჯერ იუსტიციის სახლში მიხვალ მოგცემენ ფორმას, შეავსებინებ 2 თუ 3 მეზობელს, მოგიწერენ ხელს და იმ ფორმებს მიიტან იუსტიციის სახლში და ამოიწერება. კომუნალურ კომპანიებს ავტომატურად გადაეცემათ და შემდეგ თვეში ერთი სულით ნაკლებზე მოვა
კომუნალურების გადაფორმება შენ სახელზე:
თელასი ელექტრონულად შეგიძლია
http://my.telasi.ge/register აი აქ. ბინა თუ ნამდვილად შენზეა, რამდენიმე დღეში გადაამოწმებენ და გასწორდება მონაცემი
დასუფთავება თელასს მიყვება და ეგეც შენ სახელზე გადავა
წყალზე უნდა მიხვიდე და განცხადება დაწერო ჯივიპიში (მგონი ამონაწერიც დაგჭირდება რომ სახლი შენზეა)
ანალოგიურად გაზზეც - გაარკვიე ჯერ რომელი კომპანიაა, შეიძლება ყაზტრანსგაზი არც იყოს, დიდ დიღომს, გლდანს, ვარკეთილს სხვადასხვა დისტრიბუტორები ყავთ და იმათ ოფისში უნდა მიხვიდე
ინტერნეტი არ აქვს მნიშვნელობა რომელი ოპერატორია, დაურეკე და წესით მოვლენ და მანდვე გადმოგიფორმებენ