გილოცავთ კი არა ასეთი სიჩლუნგე და უპასუხისმგებლობა როდემდე უნდა გაგრძელდეს
როგორ უნდა მოგივიდეს აზრად რომ ქალაქის ერთ-ერთი არტერია, სტრაფმავალი გზა გადაკეტო 3 დღით შენი თითიდან გამოწოვილი ზეიმისთვის.
აეროპორტის ტრასაზე მაქვს საუბარი. ამ გენიოსებმა გადაკეტეს სამინისტროს წინ მთლიანი გზა ერთი მხარეს და ვარკეთილის მიდამოებში დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი ამბებია....
საცობებისგან "განმუხტვის" მიზნით კიდე პოლიციას აქვს შიდა გზები გადაკეტილი და მიდის მთელი ლანძღვა-გინება იმ უბრალო პოლიციელზე რომელმაც ბრძანება მიიღო. როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი თანამშრომელი, რომლის დღესაც აღნიშნავ და აკეთებინებ ისეთ რაღაცას, რომელსაც ხალხის დიდი გაღიზიანება და შეურაცხყოფა მოყვება.....
რატომ უნდა დადიოდეს კახეთიდან მომავალი ტრაფიკი ჩემ უბანში და შემექმნას კილომეტრიანი საცობი სახლის წინ. რატომ უნდა ვუნდებოდე სამსახურში მისვლას 1 საათი, როცა მანამდე 15 წუთი მჭირდებოდა....
თU ეგრე აუცილებელია მაგ ადგილას ზეიმი და წინ რამდენი დღე გაქვს მოსამზადებლად, აეროპორტის ტრასა შუაში მაინც გახსენი ისთ პოინთთან და ის მეორე თავისუფალი ზოლი ორმხრივი გახადე დროებით მაინც რომ განიტვირთოს მოძრაობა და გამჭოლი ტრაფიკი მაინც არ შევიდეს უბნებში....
სიჩლუნგე და სიდებილეა ეს ყველაფერი. მშვენივრად ჩანს ამათი გონებამახვილობა ექსტრემალურ სიტუაციებში....
თვითონ გადაკეტავენ გზას და იგულავებენ და ხალხს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ეს 3 დღეა თავიანთი დურაკობით....