საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ნაცვლად 41%–იც რომ დაფიქსირებულიყო, მოსახლეობა მის სიკეთეებს მაინც ვერ იგრძნობდა
საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ რეპრობლემებზე საუბრობს, ანუ იმაზე, რის გამოც ვერ ხერხდება ქვეყნის რეალური განვითარება.
გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად:
,,საზოგადოება, მოსახლეობა მოყოლებული 1994 წლიდან, ელოდება სტაბილურ სამუშაო ადგილების შექმნას, აღებული შემოსავლებით ოჯახის გამოკვებას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის ჩატარებას, დანაზოგებით დასვენების უზრუნველყოფასა და ფუფუნების საგნების შეძენას. ყოველივე ამის შესახებ ბოლო 25 წლიწადია მართველი ელიტებიდან მხოლოდ დაპირებები ისმის საქმე და შედეგი კი არ ჩანს. მოსახლეობის უმრავლესობა იხსენებ 1990 წლებამდე არსებულ მდგომარეობას და აღნიშნავს რომ მაშინ კარგად ცხოვრობდნენ. თუ შევადარებთ მაშინდელ მშპ ს (ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ნამრავლს მის გასაყიდ საბაზრო ფასზე) 37 მილიარდ დოლარამდე იყო, მოსახლეობა 5 მილიონი, ახლა გვაქვს 14,5 მილიარდამდე და მოსახლეობა 3700 000 ადამიანი. ცხადია მშპ სადღაც 2,5 ჯერ ნაკლები. გარდა ამისა 1990 წლამდე პერიოდში დასაქმებული იყო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და საშუალო ფენაც არსებობდა.
სხვათა შორის ამ პერიოდში საქართველოში, სხვა ყოფილი სსრკ რესპუბლიკების ქვეყნებთან შედარებით ცხოვრების დონე შედარებით მაღალი იყო, თუმცა გარკვეული პოლიტიკურ -ეკონომიკური მოვლენების გამო და არასწორად გადადგმული გადაწყვეტილებების შედეგი სახეზე გვაქვს .
დღეისათვის შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავეწიოთ გინდაც ყოფილი ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ეკონომიკას, სჭიროა ეკონომიკური ზრდა 5% იანის ნაცვლად , მინიმუმ 2 ციფრიანი უნდა იყოს.
დღეისათვის ევროპასთან ასოცირებს ხელშეკრულება გვაძლევს შანსს დავხუროთ ევროპული ქუდი, ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ ვართ კანდიდატები შემდგომი ინტეგრაციის.
რეალური ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღებად საჭიროა რესურსების მოზიდვა და ხალხის რეალური დასაქმება (არ ვგულისხმობთ პოპულისტურ დასაქმებებს, გახსნიან საწარმოს გააშუქებენ საინფორმაციო საშუალებებით და შემდგომ იხურება) ანუ უნდა რეალურად ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტი და მომსახურება რაზეც არის რეალურად მოთხოვნა. ჩვენი სავაჭრო სალდო არის უარყოფითი, გაგვაქვს ცოტა და მოვიხმართ ბევრს, სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მაქსიმალურად მიპყრობილი ყურადღება, ვაწარმოოთ იმპორტშემცვლელი პროდუქცია და არ ვიყოთ გადართული, მხოლოდ საექსპორტოდ მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებაზე. ყველაფერი ამისათვის როგორც ავღნიშნეთ საჭიროა იაფი ფულადი რესურსები, ამისათვის კი ქვეყანამ უნდა მიიღოს სარეიტინგო საინვესტიციო ქულა BBB+ , ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ერთი „B “ ქულა ჯერჯერობით.
2017 წლის ბოლო 5 თვის მონაცემებით გვაქვს ეკონომიკის 5% იანი ზრდა, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასას ამით სარგებელი არ აქვს. მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს იმიტომ, რომ ეს დოვლათი მასზე არ ნაწილდება. ამის ძირითადი მიზეზი არის საქართველოს ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური სიტუაცია სადაც დავიწყებასაა მიცემული კონკურენტუნარიანი გარემოსა და კონკურენციის ცნება. ამიტომ, ეკონომიკური ზრდით შექმნილი დოვლათით სარგებლობს ერთეულები და მიედინება მხოლოდ მათ ჯიბეში. იგი არ ნაწილდება უმრავლესობისაკენ.
ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ რატომ მოგება არ ნაწილდება სოციალურად ყველაზე. აქ იგულისხმება არაკონკურენტუნარიანი გარემო, ანუ ის ძირითადი სამუშაო ადგილები სადაც ფული კეთდება ხელში აქვს ოლიგოპოლიურ დაჯგუფებებს.
ოლიგოპოლია არის ის, რომ ბაზარზე ამა თუ იმ სექტორში, არსებობს რამოდენიმე მოთამაშე, რომელთაც ხელეწიფება აწიონ ან დაწიონ ფასები ისე როგორც მათ სურს და აწყობთ და სამწუხაროდ საქართველოში სადაც ფული კეთდება ყველგან ასეთი მექანიზმებია ჩადებული.
მაგალითად ხშირად ვსაუბრობთ საბანკო სისტმის ოლიგოპოლიაზე. ეს გამოიხატება იმაში ,რომ მათ აქვთ ლიცენზია მოიზიდონ მოსახლეობიდან იაფად დეპოზიტებზე თანხები, პლუს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდანაც ასევე მოიზიდონ იაფად ფულადი რესურსები და მერე ეს ძვირად გასცენ მოსახლეობაზე სესხებად. ისინი აკონტროლებან ყველა საფინანსო საშუალებას, გარდა ამისა თავად ერთვებიან არაპროფილურ ბიზნეს საქმიანობებში აფილირებული პირების საშუალებით, იქნება ეს სამშენებლო, სადაზღვევო, ფარმაცევტული ბიზნესი, ნავთობის იმპორტიორი კომპანიები თუ სხვა ბიზნესი. ეკონომიკის იმ 5%–იანი ზრდის ლომის წილი სწორედ საბანკო სექტორზე და რაც ზემოთ ვახსენე მის არაპროფილური ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ კომპანიების ხარჯზე მოდის, რომელთა მოგება წელიწადში 40% მდე აღწევს. ასეთი საბანკო ოლიგოპოლიის მიერ შექმნილ კომპანიებს კონკურენციას ვერავინ უწევს, რადგანაც მათ არა აქვთ საშუალება მოიზიდონ ფინანსური სახსრები რათა წინ აღუდგენ მათ შემოტევას, ერთადერთი საშუალება ამ კომპანიების მოიზიდონ თანხა არის ან ობლიგაციების გამოშვება ან აქციების, რომლებიც უნდა კაპიტალის ბაზარმა გაიწოვოს და მოხდეს იქ მათი რელიზაცია, თუმცა როგორც მოგეხსენებათ 2008 წლიდან მოყოლებული საფინანსო ბაზარის საკითხი საკანომდებლო ორაგნომ გადასცა ბანკებს.
სწორე ამიტომაცაა, რომ საბ ანკო ოლიგოპოლია სხვა ოლიგოპოლიებთან ერთად , ისრუტავს 3-5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის დოვლათს მთლიანად. ამ კომპანიების დამფუძნებლებთან მიედინება მთელი დოვლათის 80% ფულადი რესურსების სახით. კონკურენციის არ არსებობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში, ნეპოტიზმის წყალობით გარკვეული ჯგუფების უცებ მილიონრებად გახდომა ესაა საფუძველი იმისა, რომ რეალურად მოსახლეობის 70% იმყოფება სიღარიბის ზღვარზე და მილიონზე მეტმა რეალურად დატოვა საქართველო და გადახვეწილია ემიგრაციაში.
დასკვნის სახით ვიტყოდი ,რომ ასეთი სისტემის შემთხვევაში 5 % იანი და მეტი ზრდაც, რომ მოხდეს ეკონომიკის წარმოებული დოვლათი მოსახლეობაზე არ განაწილდება ანუ ეკონომიკაში არ ჩაბრუნდება ის მოექცევა ბანკების სამევახშეო კაპიტალად ან გადავა უცხოეთში მეპატრონე დამფუძნებლებთან,( როგორც გადის მაგალითად ათეულობით მილიონო დოლარი უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიებზე, როგორებიცაა : ჯეოსელი,მაგთიკომი,ბილაინი ,სილქნეტი, კავკასუსი და სხვა) ამიტომაც ვერ განვითარდებით სანამ არ იქნება რეალური, სახელმწიფო ნება დაათმობინონ ბანკებს არაპროფილური ბიზნესი. რამდენად შესაძლებელი იქნება ეს დღევანდელ პირობებში თავად განსაჯეთ, ბანკირები და მათი კადრები მყარად სხედან, როფორც ეროვნულ ბანკში(მარეგულირებელ ორგანოში) ასევე საკანონმდებო ორგანოში”, – წერს ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.
http://bfm.ge/?p=29345