მოდერ სათაური ჩამისწორე,
ეს ჩასვი: ბრილიანტებს, ალმასებს რუსეთიდან ყიდულობს საქართველო?
ევროკავშირში ხო შევდივართ უკვე და ჩვენც გვეხება
ვამდიდრებთ თუ არა ვანიას?
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო
18.12.2023 / 20:08
https://www.interpressnews.ge/ka/article/78...12-paketi-miigoევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო.
სანქციების მე-12 პაკეტი რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს. ასევე, იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის რუსული ბრილიანტების ევროპაში ექსპორტს.
„აღნიშნული მე-12 პაკეტით, ჩვენ წარმოვადგენთ ახალი ჩამონათვალისა და ეკონომიკური ზომების ძლიერ კომპლექტს, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას კიდევ უფრო შეასუსტებს. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე, როდესაც მე კიევში საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი: ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ვალდებულებას და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში მის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
დაწესებული სანქციების მიხედვით, აქტივების გაყინვას 140-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ექვემდებარება. ეს შეეხება რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიებსა და კერძო სამხედრო კომპანიებს.
ევროკავშირი რუსეთში მოპოვებული, დამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები რუსეთიდან ექსპორტირებულ ბრილიანტებზე პირდაპირ აკრძალვას განახორციელებენ.
This post has been edited by მაწო:+) on 18 Dec 2023, 20:25