გამარჯობათ

არ ვიცი აქ უნდა შემექმნა ეს თემა თუ არა და თუ რამეა, სხვაგან გადავიტან, მიმითეთ ოღონდ სად.
მეგობარს ვუკეთებ საჩუქარს დაბადების დღეზე და მინდა 90იანების ნივთებისგან შემდგარი პატარა ნაკრები გავუკეთო.
ფინანსებში ცოტა შეზღუდული ვარ, მაგრამ ადეკვატურ ფასად შევიძენდი რაღაც-რაღაცეებს.
სავარუდო ნივთებში იგულისხმება მაგალითად ნებისმიერი ტკბილეული იმ დროიდან (თუ იცით სადმე თუ იყიდება რამე მაგდაგვარი, ძალიან გამახარებთ

): ჩიტის რძე, შოკი, ბაბოლი, ჩხირები და შავ-თეთრი კრემი რო იყო, დაი-დაი, ვარდისფერი ბატიბუტი და ა.შ
ასევე შეიძლება იყოს:
ჯეირანის სათამაშო ფიშკები თუ რაღაც რო იყო, ხელს რო ურტყამდი და ტრიალდებოდა.
ეს სათამაშო (აუ ვგიჟდებოდი ამაზე

)
სურათიკაუჩუკის ბურთები
ვაისროის სიგარეტი
სონი ერიქსონის კ მოდელის ნებისმიერი ტელეფონი, რომელშიც ტენისის თამაში იყო, მუშა ცხადია

მოკლედ მადონას სერვიზი არ მინდა, ახალგაზრდა ბიჭს უნდა გაუსწორდეს

მუზისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ამ გვერდს <3
ბნელი და ტკბილი 90იანებითუ რამე გაქვთ სახლში და არ გენანებათ, შემეხმიანეთ ^^
This post has been edited by MT13 on 29 May 2017, 12:59