საკმაოდ ბევრი სახელმწიფო უწყებაა ვისი მუშაობითაც ძირითადად უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ არის ნათელი წერტილი სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის და ესაა 'მთის კურორტების განვითარების კომპანია'. მე ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, შევეცდები მოკლედ დავწერო რატომაც.
1. ზამთარში ვიყავი გუდაურში ასული სასრიალოდ. ერთერთ ადგილას იყო ბევრი ქვები (ვინც სრიალებთ მიხვდებით კუდების წვერზე მაქვს ლაპარაკი წინა მხარეს ცვიოდა და მოგორავდა მერე ეგ ქვები). რაღაცნაირი ადგილია რამხელაც არ უნდა იყოს თოვლი გუდაურში იქ მაინც სულ ქვებია. მოკლედ ლამის გავაფუჭე ჩემი საყვარელი თხილამურები, ჩამოვსრიალდი ცოტა ქვემოთ გადავუღე სურათი... მეორე დღეს თბილისში შევაგდე კომპში ფოტო დავამUშავე paint-ში

აგერ ეს ფოტო:

მოვძებნე ამ ხალხის ფეისბუქ გვერდი და მივწერე რომ დაზარალებული მოსრიალე ვარ ვინც თხილამური კინაღამ გააფუჭა და რა პონტშI არ აკეთებთ არაფერსთქო... მიპასუხეს თითქმის ეგრევე (რისი იმედი პრინციპში დიდად არ მქონდა) და სად მოხდა ეგ ამბავიო.. გავუგზავნე ფოტო. შემპირდნენ რომ უფროსობას ეტყოდნენ.
მეორე დღეს დღისით ისევ შევეხმიანე და მივწერე რომ რა ქენით უფროსობას უთხარითთქო?
პასუხად ეს გამომიგზავნეს:



ანუ იმ დღესვე უთხრეს უფროსობას, უფროსობამ მეორე დილითვზე ხალხის მობილიზაცია მოახდინა და შემოღობა ეგ ტერიტორია... იმენა ფანტასტიკა მეგონა და რეალობა აღმოჩნდა

2. წელს ვისრიალე ბაკურიანში და ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად კოხტაზე... აღადგინეს არ მჯეროდა მაგრამ აღდგენილია!!! მიტარბში საერთოდ პირველად ცხოვრებაში (ახალი კურორტი შექმნეს) დიდველზე უმაგრესი ატრაქციონი გააკეთეს ბავშვები ვერ მოვწყვიტეთ!!!
3. გოდერძი და მესტიაც ხომ გახსნეს!!!
4. ეხლა დაანონსეს როკ კობის მხარეს აკეთებენ და რეალურად ზაფხულშიც სასრიალო სეზონი იქნება:
http://www.bm.ge/ka/article/quotgudauri-ko...lebeliquot/66015. და ბოლოს გახსოვთ ბლოგერი გიორგი ჯობავა???
ეს ძააან მაგარი კლიპი რომ გააკეთა:
კლიპის ბოლოში დაფინანსებას რომ ითხოვს გგონიათ თიბისიმ, საქ. ბანკმა ან თუნდაც ტურიზმის ადმინისტრაციამ დააფინანსა???
არა ცდებით!
დააფინანსა 'მთიკ კურორტების კომპანიამ'
https://www.facebook.com/PraimShow/videos/1723112244653641/მანდ ვინც მუშაობს დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარს ის რასაც აკეთებს, ერთგულია იმის რასაც აკეთებს! ღმერთმა გვიმრავლოს ეგეთი სახელმწიფო და კერძო კომპანიებიც!!
ეს მინდოდა რომ მომეყოლა თქვენთვის...
ვისაც არ ჯერავს მომწეროს პმ-ში და ფეისბუქის მიმოწერას გავუგზავნი ჩემს პირად ისტორიასთან დაკავშორებით რაც ზემოთ დავწერე...
This post has been edited by Mr_Crowley on 1 Jun 2017, 19:02