საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Silk Logistics Group" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
განიხილებიან სტუდენტები, რომლებიც შეძლებენ გრაფიკის შეთავსებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
გამოსაცდელი ვადა: 3 კვირა (არა ანაზღაურებადი)
ხელფასი: შტატში ჩაჯდომის შემთხვევაში, პირველი თვის ბოლოს 300 ლარი, მეორე თვიდან ფიქსირებული 400 ლარი + საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** სატრანსპორტო ხელშეკრულების გაფორმება და კონტროლი
** სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ლოგისტიკური პროცესის კონტროლი
პიროვნული თვისებები:
** დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანობა
** სისხარტე და ოპერატიულობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ასაკი: 18-32 წელი
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: silklogisticsgroup@gmail.com
შენიშვნა: რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
ვაკანსიის ბმული:
http://jobs.ge/143121/