#50588563 · 18 May 2017, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2017 rfc caucasus-ის პრომო
მოგესალმებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს ოფროუდ ფედერაციის ორგანიზებით, ამაწლის 1-4 ივნისს თბილისში და მის შემოგარენში ტარდება მსოფლიოში ცნობილი, პოპულარული და ყველაზე რთული 4x4 საავტომობილო ღონისძიების Rainforest Challenge-ის ლიცენზირებული კავკასიის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ტარდება RFC Global Series ფარგლებში , სადაც მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან კავკასიის და არამარტო კავკასიის უძლიერესი ეკიპაჯები. შეგახსენებთ მსგავსი ღონისძიება საქართველოში 2016 წელსაც ჩავატარეთ,თან დიდი წარმატებით და წელს უცხოელი მონაწილეების სიმრავლეც აქედან გამომდინარეობს. რაც შეეხება მთავარ მიზეზს რატომაც გავხსენი აქ ეს თემა არის ის რომ გვჭირდება მსაჯების დამატებითი რაოდენობა, საკმაოდ მაშტაბური ღონისძიება გამოდის მაშტაბური ტრასებით, შესაბამისად გვაკლდება ადამიანური რესურსი მსაჯების სახით. ვისაც გაქვთ მცირეოდენი გამოცდილება საავტომობილო ღონისძიებებში მონაწილეობის, თავისუფალი დრო და სურვილი, რომ გახდეთ ნაწილი ამ გრანდიოზული ოფროუდ ზეიმის გთხოვთ დაფიქსირდეთ ამ თემაში სიის სახით ან მოიწეროთ თქვენი საკონტაქტო ტელ ნომრები, დაბადების თარიღები და სახელი/გვარები, ელ ფოსტაზე: rfc@off-road.ge მსაჯების გადაადგილება და კვება იქნება უზრუნველყოფილი შეჯიბრის მიმდინარეობისას. ასევე მსაჯებს გამოეწერებათ ხელფასი.
დაინტერესებული პირები გაეცანით წინა წლის RFC caucasus-ის ვიდეოებს
RFC Caucasus 2016-ის 3 სერიიანი "ფილმი"
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადარებული ფილმი
ფინალის და მთავარი ივენთის პრომო რომელიც წლის ბოლოს იმართება მალაიზიის ჯუნგლებში
|