#50731599 · 9 Jun 2017, 12:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა
იქნებ მირჩიოთ.
ბენზინ გასამართი სადგური გავარემონტეთ ერთ-ერთ გზის მონაკვეთზე, (ვაპირებთ ავამუშაოთ), რომელზეც წლების შემდეგ დაგეგმილია ავტობანის მშენებლობა. ამის გამო საგზაო დეპარტამენტი არ გვაძლევს ნებართვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წერილობით ვუდასტურებთ, არანაირი პრეტენზია არ გვექნება კომპენსაციაზე, როდესაც ავტობანის მშენებლობა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი ადრე მუშაობდა, შემდეგ გაჩერდა, ახლა ისევ უნდა ამუშავდეს, მაგრამ ხელახლა უთხოვენ ნებართვას, რომელსაც თავადვე არ გვაძლევენ. რა შეიძლება მოვიმოქმედო?
--------------------
სუფთა გულის ბალღი
|