მაგარი რჩევა მიეცი

112 საინფორმაციო სამსახური კი არაა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როდის უნდა დარეკოთ
112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.
გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პოლიციის, სახანძრო/სამაშველო ბრიგადის ან სასწრაფოს დაუყოვნებლივ მოსვლა.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიტუაცია გადაუდებელი უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას:
აუცილებელია საგანგებო სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) დაუყოვნებლივ მოსვლა ადგილზე?
თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“ აუცილებლად უნდა დარეკოთ 112 - ზე და მიაწოდოთ ოპერატორს ინფორმაცია რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როდის არ უნდა დარეკოთ
არ დარეკოთ 112 - ზე:
სატრანსპორტო საშუალებების განრიგის გასაგებად
საკვების შესაკვეთად
ამინდის პროგნოზის გასაგებად
ვალუტის კურსის გასაგებად
სასტუმროს დასაჯავშნად
ტაქსის გამოსაძახებლად
ინფორმაციის გასაგებად პიროვნების მისამართის ან ტელეფონის შესახებ
ცრუ განგაშის გამოწვევის მიზნით
გართობის მიზნით
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის შესამოწმებლად
ოპერატორისათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად
This post has been edited by N_e_o_N on 4 Jun 2017, 13:47