ვიცი მორიგ ბალა, ბლა, ბლა თემა იხსნება, რადგან რაცგინდ ილაპარეაკე აზრი არააქვს, მაგრამ მაინც...
საიდან მოდის და რატომ 4 ან 5 წელი რომელიც არჩევნებში ეძლევა ჩვენთან პოლიტიკოსს, მერე რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს და მორჩა. აღარავითარი კავშირი მას და მის რაიონს შორის, არავითარი კავშირი მას და მის დანაპირებებს შორის.
4 - 5 წელი ნდობის მანდატი შესაძლებელია მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნებისთვის (ნაკლებად დამაკნინებელი რომ იყოს ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილების მქონეს ვიხმარ) გამომდგარია, მაგრამ ჩვენთან?!
რა იქნება რომ ძირითადი საარჩევნო სისტემის გარდა შემოვიღოთ
გამარტივებული გამოკითხვის და დისკვალიფიკაციის სისტემა.
რას გულისხმობს გამარტივებული:
შემოვიღოთ ყოველწლიური გამარტივებული სარეიტინგო აზრის დაფიქსირების მექანიზმი,
რომლითაც ამომრჩეველს საშუალება ექნება თავის დეპუტატს მოუხსნას ნდობის მანდატი ოღონდ ქვემოთ მითითებული მექანიზმით:
იმისთვის რომ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არ შეეზღუდოს თავისი "კუთვნილი" 4 წელი და უშიშრად მიეცეს საშუალება დროში გაწელილი რეფორმების, ცვლილებების თუ იდეების განხორციელებაში, ანუ მდაბიო ენით რომ ვთქვათ, რომ არ შევაშეინოთ რომ ძალაუფლებას ართმევს ვინმე (თუნდაც მმართველი ძალა რომ არ შევაშეინოთ),
გაწვეული დეპუტატის ჩანაცვლება შეეძლოს მხოლოდ იმავე პარტიას რომლის დეპუტატიც იქნა გაწვეულიეს აუცილებელი პირობაა!
ჩანაცვლების უფლება შესაძლებელია ჰქონდეს პირდაპირ პარტიას, ან უკეთესი თუ ისევ ხალხს ექნება ოღონდ იმავე პარტიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან.
სხვა მრავალთან ერთად, ეს მოგვცემს იმას რომ:
- ამ პარტიას არაფერს დააკლებს, სამაგიეროდ დეპუტატებს შეუქმნის ... ჟიმჟიმს რომ შეიძლება გაიწვიონ და ეცოდინება რომ პარტია შეიძლება არც კი გამოესარჩლოს, რადგან პარტიას თავისი წარმომადგენლები არ აკლდება.
- და თვითონ პარტიის შიგნით გაზრდის კონკურენციას. არადეპუტატ წევრებს ექნებათ იმის სურვილი რომ "გამოდევნონ" სხვა და გახდნენ დეპუტატები, შესაბამისად ჩართული იქნებიან შიდაპარტიულ კრიტიკაში და სარეიტინგო გამოკითხვის კონკურენციაში.
- გაზრდის, სწორედ, საარჩევნო კულტურას და გამოცდილებას მოსახლეობაში რომელიც ზმოთ იყო ნახსენები.
იმისთვის რომ სახელწიფოს მხრიდან ხარჯები ამ გამოკითხვებისთვის მინიმალური იყოს, გამოკითხვა იყოს მაქსიმალურად მარტივი -
მაგიდა, სკამი და თუნდაც სკოლის მოსწავლე გოგონები, რომ ხმების ყუთში ჩაყრას ადევნონ თვალყური,
ყოველგვარი, თითზე პულვილიზატორის დასხმის და მსგავსი სირთულეების გარეშე.
და თუ რამეში ეჭვი ეპარება თავად პარტიებს მივანდოთ ზრუნვა გამოკითხვების მონიტორინგზე
ხალხს კი უფლება რომ უმაქნისი დეპუტატი გამოიწვიოს.
რა თანხმლები დადებითი შეიძლება მივაბათ ამას კიდევ მომავალში:
- მაგალითად, მართალია პარტიას არაფერი არ აკლდება, მაგრამ თუ ერთ რაიონში ერთდაიგივე საარჩევნო მანდასტისთვის, საარჩევნო 4 წლიან პერიოდში, მეორედ მოხდა პარტიის წევრის გაწვევა უკვე დაინიშნოს ჩვეულებრივი არჩევის მექანიზმი მრავალპარტიული და ა.შ.
თუმცა ეს ლირიკაა და საქმეს არ ეხება, ძირითადი აზრი ზემოთ რაც წერია ისაა.
პ.ს. ისე რა მაგის პასუხია და სიგარეტის მოწევაზე რომ კანონი მიიღეს, ის კანონი ამ სმაილიკის აკრძალვას არ ითხოვს?! ყვავილი მაინც დაადეთ სიგარეტზე ზემოდან.