სასტავ, ვანილი გვერდზე გადადეთ და ცოტა საქმეზეც ვილაპარაკოთ. როგორც იცით რეგულაციები მკაცრდება და ზედმეტ ხმაურზე ჯარიმები იქნებაო.
ხოდა როგორ შეეხება ეს ყველაფერი ჩვენს რეზონატორჩაჭრილ, დაბოლტილ კაკიმოტოებს, ეგაა ეხლა საფიქრალი.....
დრეს ჩვენი სტუმრები არიან.....უი...ეს აღარ უნდა დამეწერა
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/14484/ja...ts-gavrtseldebaხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. პიროტექნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურზეც გავრცელდება.
პიროტექნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურთან დაკავშირებული პუნქტი, პროექტს განხილვის პროცესში დაემატა. ახლა უკვე კანონი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი გამოყენება. ცვლილების მიხედვით, პიროტექნიკის გამოყენება კანონით დასაშვები იქნება მხოლოდ დღესასწაულებზე, რომელიც გაიამართება თვითმმართველობის ნებართვით და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.
ერთი კვირის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხმაურის დასაშვები ნორმების გადამატებაზე ადმინისტრაციული და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ცვლილებები თანმდევ კანონებში უნდა შევიდეს.
ცვლილებების თანახმად, ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე დაწესებულება, ორგანიზაცია თუ პირი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. თუ გაფრთხილებამიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირი 1 წლის განმავლობაში კანონს ისევ დაარღვევს, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება. კონკრეტულად კი ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1000 ლარით
.