არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსნი.
დღეს დილიდან რაღაც უცნობი სიმღერა ჩამესმის გონებაში.
თვითონ სიმღერამ გამაღვიძა და ეს არ იყო გარედან შემოსული ხმა.
იმენა გამოვშტერდი. სახლში ვკითხულობ, თქვენ არ გესმით რამე მუსიკა მეთქი? ლამის გიჟად ჩამთვალეს...
მე კი არ ვღიღინებ ტო...
აი თითქოს თავში პატეფონი მიდგას და ის მღერის.
ძაან უცნაური შეგრძნებაა.
თან თავიდან ჩუმად ჩამესმოდა. ახლა არც ისე ხმადაბალია. მგონი ნელ-ნელა ეწევა ხმა.
სიმღერას რაც შეეხება, რაღაც თანამედროვე პაპსა ვეშია.
რასაც არასდროს ვუსმენდი, არც ვუსმენ და არც მოვუსმენ.
სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ მგონი ინგლისურია.
აი ამ წუთასაც მესმის! შევიშლები ალბათ მალე...
რა ჯანდაბა მჭირს?????
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შეგრძნება იქნებ მირჩიოთ რამე.