გამარჯობა მეგობრებო

ადრე აქ არაერთხელ დამხმარებიან და კიდევ ერთხელ ვითხოვ რჩევას.
მოკლედ ჩემი ტურბინიანი E60 (N54 ძრავი) ძალიან ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს. 20 ლიტრას ცდება წვა ქალაქში. საინტერესოა რომ გაწევაში თითქოს არ იგრძნობა კლება, ან მე ვერ ვამჩნევ შეიძლება, ამ გაძვირებული საწვავის და მომატებული წვის პირობებში დიდად აღარ "ვგაზაობ"

თუმცა ბოლოს რომ "ჩავადგი" ისევ ისეთი ბრუტალური აჩქარება ჰქონდა თითქოსდა... მაგრამ საწვავს სვამს ჩაივით
დიაგნოსტიკას მეთვითონ ვუტარებ და ძირითადში ამ კოდს წერს:
29E0: Mixture control: mixture too lean. ამის გარდა არის მხოლოდ ტიპიური misfire (პერებოი) ამა-და-ამ ცილინდრზე კოდები. ანუ კონკრეტული მეტი არაფერი. პერებოი პერიოდულად აქვს (მცირე "დრაჟენიეს" ვგრძნობ) მაგრამ ხშირად არა (ან მე ვერ ვგრძნობ).
სვეჩები კაი ხნის წინ მითხრეს შესაცვლელიაო და აქობამდე ვერ მოვაბი თავი, ეხლა გამოვიწერე და ერთი 10 დღე მაინც უნდა რომ ჩამოვიდეს. ვფიქრობ ერთერთი პრობლემა სვეჩებია, მაგრამ mixture too lean, ანუ ნამწვში ჰაერის მომატებული რაოდენობა, შეიძლება მარტო სვეჩების ბრალი იყოს? ლოგიკურად თუ სვეჩები ვერ მუშაობს წესიერად მეტ საწვავს უნდა აპარებდეს და უფრო rich mixture არ უნდა იყოს? თუ არაა ეგ მასე მარტივი მისახვედრი?
ამ კოდზე ლამბდას სენსორის პრობლემაა ერთერთი სავარაუდო როგორც ვიცი. მაგრამ ადრე ლამბდა რომ იყო დაბრედილი პირდაპირ კოდს წერდა bank 1 O2 sensor და ა.შ. ეხლა მარტო mixture too lean იწერება...
მოკლედ რას მირჩევთ რა შევამოწმო / გამოვრიცხო პირველი? თუ სვეჩების შეცვლამდე სხვა რამის შემოწმებას აზრი არ აქვს? სხვეჩების ბრალი მარტო შეიძლება იყოს ასეთი რამ?
P.S.: თეგეტაში 252 ლარი მითხრეს კომპლექტი სვეჩები, ამაზონიდან ბოშის იგივე ორიგინალი კომპლექტი 39 დოლარად გამოვიწერე

მაგათი ყაჩაღი დდშ.
P.P.S.: (მარადიული კითხვა) კარგი სპეციალისტი (ელექტრიკი / მოტორისტი) მირჩიეთ რა ბმვ-სი. სულავა-გაბელიას კანტორაში რო ვიყავი ბოლოს ტიპებმა ორჯერ (!) ძვირი მითხრეს (კრიშკის პრაკლატკის შეცვლა + სხვა რაღაცეები) ვიდრე თეგეტამ, და თეგეტაში მშვენივრად გამიკეთეს ყველაფერი. არადა აქ მირჩიეს "სულავა-გაბელიას" ბოქსები

ეს სახელის გავარდნები მერე თავში ავარდნები და ღორობები მაგარი ქართული ფენომენი გვაქვს

ზაჰესელი რუსლანაც მგონია ფულის გაკეთებაზეა ძლიერ ორიენტირებული.
პატიოსანი და ამავდროულად
მოაზროვნე ხელოსნები არიან სადმე?