ძალიან ბევრი წვრილმან-წვრილმანი ხარჯები გექნება:
1.გადასაფრენი ბილეთის ფასი
2.უკვე მოძებნილ მანქანასთან მისვლის ხარჯი
3.სასტუმროს მოძებნა და დაბინავება
4.ატომანქანის გაფორმება 30 დღიანი დაზღვევით სახავადასხვა ქალაქში განსხვავებული ფასია 150 დან 200 ევრომდე
5.თუ წინასწარ შერჩეული მანქანა არ მოგეწონა (არ შეესაბამება მორიგების დროს აღწერილს) ისევ სასტუმროს მოძიება,ტელეფონის კარტა უნდა შეიძინო და ინტერნეტზე ეძებო ახალი ვარიანტი,
6.სავარაუდოდ კვებაც დაგჭირდება ამ პერიოდში
7.წამოსასვლელად 600 ევრო გეყოფა თუ საჭმელს წამოიღებ მაღაზიიდან და გზადაგზა გამოიზოგავ ბულგარეთზე უნდა წამოხვიდე,იტალიიდან მეტი დაგიჯდება
8.გზაში ხარჯი არ გაიზარდო გზა არ შეგეშალოს ხოლმე
9,ავტომობილი კარგად გასინჯე 4000 კმ,გავლა უნდა შეძლოს და რამე რომ დაუზიანდეს უზარმაზარი ხარჯები გექნება,წინასწარ ვერ გაგცემ პასუხს რამდენი,რადგან არ ვიცი რა შეიძლება დაუზიანდეს. დაზღვევას შენ არ გაგიკეთებენ,რომ ავტომობილის დაზიანების პრობლემა თავიდან აიცილო
საწვავი ღირს 1,5 ევრო მიახლოვებით
საბაჟოებზე პატარ-პატარა გადასახადები გაქვს
კიდევ რა გაინტერესებს?
დამიჯერე საკმაოდ რთული საქმეა,განსაკუთრებით ახალბედასთვის. თუ მანქანა უკვე ნაყიდია და ვინმე დაგეხმარება მის გაფორმებაში,მხოლოდ გზის გაკვლევაღა დაგჭირდება, მაგრამ თუ მანქანის ყიდვა შენ გიწევს ეგ არაა ადვილი საქმე,ხანდახან რამდენიმე მანქანასთან გიწევს მისვლა და გასინჯვა სასურველი კონდიციის რომ შეარჩიო რაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული