#50722680 · 8 Jun 2017, 01:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
afulava თუ ვალს არ დაფარავ, გაყიდიან აიფონს. რა თანხასაც აიღებენ, ეგ გამოაკლდება შენს ვალს. თუ სრულად არ დაიფარა ვალდებულება, უფლება აქვთ, მოგთხოვონ დანარჩენის ანაზღაურება. თუ ნებით არ აუნაზღაურე, იძულებით ამოიღებენ აღსრულებით საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრით ან რა ქონებაც გაქვს (ავტომობილი, სახლი, და სხვა), იმის რეალიზაციით. ანუ, შენს კითხვაზე პასუხი, თუ ნებით არც ერთ ეტაპზე არ გადაიხადე, არც მოურიგდი და არც საბანკო ანგარიშზე გაქვს თანხა, შეუძლიათ სახლის გაყიდვით (აუქციონი) დაიკმაყოფილონ მოთხოვნა. რა თანხაც მორჩება ყველა ხარჯის დაფარვის მერე, გადმოგეცემა.
ზოგადად, ლომბარდში დაგირავებული ნივთის რეალიზაცია თუნდაც ვერ ფარავდეს სრულად ვალს, მოთხოვნა მაინც დაკმაყოფილებულად ითვლება - თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ გაითვალისწინეს მხარეებმა. შენს ხელშეკრულებაში ეს პირობა დევს რაც დაგიწერე.
This post has been edited by Legaldo on 8 Jun 2017, 01:21
|