განვიხილოთ DVD ფორმატში გადაყვანის საკითხი.
ამისათვის გამოვიყენებთ პროგრამას ConvertXtoDVD. ლინკი პირველ პოსტშია.
აი პროგრამის სკრინიც:

ამ პროგრამის მეშვეობით ძალიან ადვილად ხდება ინტერნეტში გავრცელებული AVI ფორმატის ვიდეოების DVD ფორმატში გადაყვანა. საჭიროა მხოლოდ AVI ფაილების გადათრევა პროგრამის მთავარ ფანჯარაში და Convert ღილაკის დაჭერა.
ფაილების პროგრამაში გადატანის შემდეგ, სიტუაცია გამოიყურება დაახლოებით შემდეგნაირად:

თუ სეთინგებში არაფერს შევცვლით, პროგრამა გააკეთებს აგრეთვე მარტივ მენიუს, საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რომელი ფილმის გაშვება გვინდა. მენიუს სათაურად ექნება My DVD (შეცვლა შესაძლებელია - მოვნიშნავთ და ღილაკი F2) და ჩამონათვალში იქნება ის ფილმები, რომლებსაც ვწერთ - ფაილის სახელის მიხედვით დასათაურებული. ღილაკი F2-ით ფილმების სათაურების შეცვლაც შეიძლება.
პროგრამა ავტომატურად გააკეთებს ისე, რომ კონვერტირებული ფაილების საბოლოო ზომა არ აღემატებოდეს სეთინგებში მითითებულ ზომას - რაც, default მნიშვნელობის მიხედვით არის 4400 მეგაბაიტი, ანუ 4.36 გიგაბაიტი - სტანდარტული DVD დისკის ზომა.
სულ ესაა.
მაგრამ პროგრამას აქვს დამატებითი ნასტროიკებიც, რომლებიც შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი საჭიროებისამებრ.
მაგალითად დისკზე ჩაწერის ფუნქცია (მენიუ Settings -> Burning):

თუ მოვნიშნავთ პირველ თოლიას "Burn result to DVD" (პროგრამის დაყენებისას ეს თოლია მონიშნულია თუ პროგრამა აღმოაჩენს თქვენს კომპიუტერში DVD ჩამწერ მოწყობილობას - DVD-R/RW-ს) კონვერტირების შედეგად მიღებული ფაილები ჩაწერილი იქნება DVD დისკზე.
ზოგი ძველი DVD პლეიერი (ჩემი მაგალითად) ხანდახან ვერ აღიქვამს ამ პროგრამით ჩაწერილ დისკებს, ამიტომ ჩემთან ეს თოლია არაა მონიშნული და კონვერტირებულ ფაილებს ვწერ ჩვეულებრივად ნეროთი (ნეროთი ჩაწერა აქ არ იქნება განხილული).
კონვერტირებული ფაილები ინახება ასევე ნასტროიკებში მითითებულ ფოლდერში (ჩანართი General, ან მენიუ Settings -> General).

თუ საჭიროა DVD დისკზე 4-ზე მეტი ვიდეოს ჩაწერა, default ნასტროიკების მიხედვით იქმნება ორგვერდიანი მენიუ, რომელში ნავიგაციაც შეიძლება DVD პლეიერის შესაბამისი ღილაკებით.
იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ ვიდეოების ჩამონათვალი დაეტიოს ერთ გვერდზე, შეგვიძლია შევცვალოთ შესაბამისი მნიშვნელობა, რომელიც მითითებულია Setting-ების Menu ჩანართზე (ან მენიუ Settings -> Menu):

ამ გვერდზე არსებული პირველი თოლია (Auto-start playback) განაპირობებს DVD დისკის პლეიერში ჩადებისას პირდაპირ პირველი ფილმი ჩაირთვება, თუ გამოვა დისკზე არსებული ვიდეოების მენიუ.
მეორე თოლიის ჩართვისას (Loop playback) ვიდეოების დაკვრა მოხდება განუწყვეტლივ, სანამ არ დააჭერთ Stop ღილაკს პლეიერზე. ბოლო ვიდეოს დასრულების შემდეგ ავტომატურად დაიწყება პირველი ვიდეო.
თუ ჩართულია მესამე თოლია (Sequential playback), ერთი ვიდეოს დასრულების შემდეგ პლეიერი ავტომატურად გადავა შემდგომ ვიდეოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ისევ საწყისი მენიუ.
თოლია Include menu, განაპირობებს დისკზე ვიდეოების მენიუს არსებობას. ამ თოლიის გამორთვის შემთხვევაში DVD მენიუ აღარ გაკეთდება.
რაც შეეხება მენიუს ჩამონათვალში ვიდეოების რაოდენობას, ამას განაპირობებს მნიშვნელობა Max entries per page. თავიდან დაყენებულია 4 ვიდეო თითო გვერდზე, მაგრამ შესაძლებელია გაზრდაც.
ნასტროიკების დანარჩენი მნიშვნელობები უმჯობესია დავტოვოთ როგორც არის.
იმედია ტყუილად არ მიწერია ამდენი და ვინმეს მაინც დაეხმარება ეს "ტუტორიალი". შეკითხვები და კომენტარები are welcome This post has been edited by macciavelli on 22 Nov 2008, 19:39